Touch...

288 25 9
                                    


                                                                             გაბრიელი


  ელენა ისევ ჩემს ქვეშ იწვა და შეშინებული მიყურებდა. ეს უკვე მეორედ ხდებოდა იმისგან განსხვავებით რომ ამჯერად ტყეში ვიყავით.

  ის სულ ცახცახებდა, გაფართოებული თვალებიდან შიშით მიყურებდა, ტუჩები გაფითრებოდა და ლოყებზე ტალახი ესვა. მისი წითელი ნახევრად შემოხეული კაბა კი მკერდს ძლივს უფარავდა. საიდანაც გულისცემა და მკერდის ჩქარი მოძრაობა მესმოდა. ცოტაც და გული გაუსკდებოდა მაგრამ მე მაინც საშინლად გაბრაზებული ვიყავი და მის დამშვიდებაზე სულ არ ვფიქრობდი.

  წამებში მოგონებასავით გამიელვა მანქანასთან როგორ გავჩერდი და ძირს დაგდებული მძღოლი დავინახე. პირველი რაც გავიფიქრე იყო მათ თავს დაესხნენ! ელენა გაიტაცეს! სანამ მძღოლი გამოვაფხიზლე და ყველაფერი გამოვკითხე ჩემი დამემართა. ასე ძალიან არავისზე მინერვიულია. ეს არავინ კი ელენა იყო.

 როცა გავიგე ეს ელენას მორიგი ოინი იყო ვაღიარებ ცოტა მომეშვა და გულში მის მცდელობაზე გამეცინა კიდეც.

მისი დევნა ხომ ცხოვრების წესად მექცა...

  ტყეში საძებნელად მარტო შევედი, ყველა გავუშვი და მარტო ერთი მანქანა დავიტოვე. ამ ტბის შემოგარენი ხუთი თითივით ვიცოდი. აქ ხომ კოტეჯი მქონდა?! თუმცა ელენას ეს ამბავი საიდან უნდა სცოდნოდა... მიუხედავად ამისა ღამით მაინც გამიჭირდა მისი პოვნა.

 ამ ნადირობასავით ჩამთრევ და საინტერესო თამაშს ერთი მინუსი ქონდა შეიძლებოდა ის ჩემზე ადრე რომელიმე ცხოველს ან მეტყევეს გადაყროდა. ცუდად მხდიდა ფიქრი რომ მას ცოცხალს ვერ მივუსწრებდი. თუმცა მე ის ვიპოვე და ყველა ცუდი ფიქრი უკან დარჩა.

 წამოვდექი და ჩემი ნანადირევი-მსხვერპლი ფრთხილად ავაყენე. ელენამ თმიდან ფოთლები მოიშორა, დაცემისგან დარტყმული თავი დაიზილა და ნახევრად შიშველი მკერდი ხელით დაიფარა.

იღბალი, სიყვარული და სხვა.Where stories live. Discover now