New biggining! New Life!

329 23 5
                                    


                                                                            გაბრიელი

აეროპორტიდან კერძო თვითმფრინავით თურქეთის ერთ ერთ კურორტზე ჩავფრინდით, შემდეგ შავ დაბრონილ ჯიპებში ჩავსხედით და სასტუმრომდე ისე ვიმგზავრეთ.

ელენას სასოწარკვეთილ და უიმედო მზერას თვალს ვერ ვაშორებდი, მთელი გზა ფანჯარაში ყურებაში გალია, ხმაც კი არ ამოუღია. ვგრძნობდი მის უსუსურობას და ცოტათი მეცოდებოდა კიდეც მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, მისი თან წამოყვანა უკვე პრინციპის საქმე იყო.

ვერ შევარჩენდი მის ოჯახს ასეთ დამცირებას და უპატივისმცემლობას. ეს რომ ჩემს მტრებს გაეგოთ სუსტად ჩამთვლიდნენ და ახალი იერიშები დაიწყებოდა!

ამის თავიდან ასარიდებლად მე ნამდვილად შემეძლო მისი ძმის მოკვლა თუმცა ელენა სამუდამოდ შემიძულებდა. არც კი ვიცი რატომ ვფიქრობდი ამ გოგონას გრძნობებზე ამდენს... სწორედ ამიტომ გავუშვი გიოც.. ვიცოდი გაიქცეოდა, ასი პროცენტით დარწმუნებული ვიყავი.. მაგრამ ჩემს ხალხს მისი შეჩერების უფლება არ მივეცი...

დამღლელი მგზავრობის შემდეგ უკვე საღამოს, საბოლოოდ მივედით დანიშნულების ადგილას. პერსონალმა მაშინვე კარები გაგვიღო და ბარგი გამოგვართვა.

-ელენა გადმოდი. -ვუბრძანე რადგან ისევ არ რეაგირებდა თხოვნაზე.

ძლივს მძიმე ნაბიჯებით გადმოვიდა მანქანიდან, ზედაც არ შემოუხედავს ისე დაზვერა გარემო და როცა წინ წავედი და მეგონა მომყვებოდა, უცებ შებრუნდა და გიჟივით გაიქცა.

-რას აკეთებ ელენა-ჩავიბურტყუნე და დაბნეულ დაცვის ბიჭებს თავით ვანიშნე დასწეოდნენ. ვიცოდი აქედან ვერსად გამექცეოდა ამიტომ სასტუმროში მშვიდად შევაბიჯე. ჰოლში უკვე გამაგრილებელი ცივი სასმეელით მელოდებოდნენ, დავჯექი და დაველოდე.

ზუსტად ხუთ წუთში ხმაურით შემოიყვანეს ჩემი გაქცეული მძევალი რომელიც ხელ ფეხს იქნევდა და ქართულად სასწაულად იგინებოდა. სირბილისგან გაოფლილმა ბიჭებმა ჩემს წინ დასვეს და წავიდნენ. მის საქციელზე გულში გამეცინა მაგრამ არ შევიმჩნიე. თვალებში როცა შევხედე ვიგრძენი მკვლელი მზერით მათვალიერებდა, ახლა რომ იარაღი ჰქონოდა უეჭველი მიზანში ამომიღებდა)))

იღბალი, სიყვარული და სხვა.Where stories live. Discover now