Surprise P.

248 22 5
                                    



   რამდენიმე დღე გავიდა რაც გაბრიელი მე და ადრიანს ტერასაზე ჩაძინებულებს წაგვადგა თავს.. რამდენიმე დღე იმ კოშმარული ღამიდან.. მაგრამ ჯერაც ვერ ვიკრებდი ძალას მისთვის სიმართლე მომეყოლა. რამდენჯერმე დავაპირე მაგრამ ბედად ხან ტელეფონის ზარმა შემიშალა ხელი და ხან მისმა გადაუდებელმა საქმემ. გაბრიელი უკვე ჩემი მისამართით უცნაურად ყურებას იწყებდა როცა გადავწყვიტე სხვა საჭირო მომენტს დავლოდებოდი. ხოლო ნამდვილი ვნებათა ღელვა მაშინ დამეწყო როცა ერთ დღესაც მითხრა გაემზადე სადღაც მივდივართო.

-სად? - ამ კითხვამ გონებაში სავარაუდო ვერსიების ძიება დაიწყო.

"სად" სადაც მეტყვის ყველაფერი ვიცი და სიცოცხლის ბოლო წუთები დაითვალეო?

"სად" სადაც კიდევ ერთ სასჯელს მომივლენს იმისთვის რომ მოვატყუე?

მისი ცივი და ურყევი მზერა მაფიქრებინებდა რომ ყველაფერი იცოდა.

მაგრამ როგორ? მე არ მითქვამს. ენცოსაც არამგონია თავისივე უსაფრთხოება ეჭვქვეშ დაეყენებინა გაბრიელისთვის სიმართლის თქმით..

-სად ? -კიდევ ერხელ დავუსვი კითხვა და ხელის კანკალით თბილი მოსაცმელი ავიღე.

-რომ მივალთ ნახავ. - ისევ ის არაფრისმთქმელი პასუხები რომელიც ტიპიური გაბრიელის საფირმო საქციელი გამხდარიყო. ამის გამო მის ნაბიჯებს ვერასდროს განჭვრეტდი. ვერ განსაზღვრავდი ინტონაციას  განწყობა მაინც რომ გამოგეცნო.

ნოემბრის სიცივე კარებშივე შემეგება. ქურთუკი უფრო მჭიდროდ შემოვიხვიე და მანქანისკენ განვაგრძე სვლა.

-კარგად ხარ ? - გაბრიელს ჩემი გამოხედვის არც ერთი დეტალი არ გამორჩენია. -უცნაურად იქცევი ელენა.

-უბრალოდ რაღაც ხასიათზე არ ვარ.. ამინდი ჩემზე მოქმედებს. -ვუპასუხე და მანქანის სარკეში ჩემს გაფითრებულ სახეს თვალი ავარიდე.

იღბალი, სიყვარული და სხვა.Where stories live. Discover now