My Game, My Rules.

300 23 0
                                    




-დამცინი თუ რას აკეთებ?! -გაბრაზდა ელენა.

-აბა რატომ მთავაზობ შენს თავს ცოლად? რადმინდა ცოლი თან შენნაირი?! - ისეთ კარგ ხასითზე იდგა გაბრიელი გულიც კი მოულბა გიოს მიმართ.

-აბა რაგინდა ჩემგან ?

-მაქსიმუმ შენთან ერთი ორი ღამის გატარება.

-არც კი იოცნებო იდიოტო! ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე! -იყვირა ელენამ და კარისკენ შეტრიალდა რა დროსაც გაბრიელი მკლავში წვდა და დაიჭირა.

-რა დამიძახე? -თავისკენ ახლოს მიიზიდა, გაბრიელს თვალებში რისხვა ედგა, ელენას კი ზიზღი და შიში.

-იდიოტი, არანორმალური და კრიმინალი ხარ! -გამოსცრა კბილებიდან.

-რამდენს ბედავ პატარა გოგო?

ადგილიდან არც ერთი იძვროდა, გარინდულები ერთმანეთის გახშირებულ სუნთქვას გრძნობდნენ.. გაბრიელი მის ყურთან დაიხარა და ძალიან მკაფიოდ ჩასჩურჩულა

-ჩემთან თამაშს არ გირჩევ, ისე დაიწვები ამ ცეცხლში გონზე ვერ მოხვალ.

ელენას ტაომ დააყარა, მუქარის მიუხედავად თვალები მინაბა და ღრმად ამოისუნთქა.ისეთი გრძნობა ჰქონდა სადაცაა მის მკლავებში დადნებოდა. როგორც ჩანს გაბრიელსიც სწორედ ამ სურვილს შეეპყრო და ნელ ნელა გოგონას კისერთან მიიწევდა, ცხელ კოცნებს უტოვებდა და შეუმჩნევლად მის სხეულს უფრო და უფრო იზიდავდა თავისკენ. ტუჩებმა ერთმანეთი იპოვეს,ნელი  კოცნა ძლიერ ფიზიკურ ლტოლვაში გადაიზარდა , გაჩერება არც ერთს შეეძლო. გაბრიელმა მკლავზე მოკიდებული ხელი გაუშვა და წელზე ჩაატარა, კაბის ბოლოები შეირხა, ფეხზე შეეხო და კაბის ქვეშ საჯდომზე ააცურა ხელები.

-ზედმეტის უფლებას აძლევ შენ თავს...-ჩურჩულებდა ელენა.

- შენი ფეხით მოხვედი ჩემს ტერიტორიაზე.

-მაინც უნდა გავჩერდეთ.

-შენი სიტყვები ერთს  ამბობს მაგრამ სხეულს ვუნდივარ.

-გთხოვ ..

-კარგი! მაგრამ იმას ნუ დაიწყებ რისი დამთავრების თავიც არ გაქვს!-გაბრიელი მოშორდა.

ელენამ აჩაჩული ტანსაცმელი გაისწორა, თვალებში კი ვერაფრით უყურებდა მას.

-დალევ რამეს? -გაბრიელმა  სასმელი და ორი ჭიქა გადმოიღო, მაგიდაზე დადგა და ბოთლს თავი ხმაურიანად მოხსნა.

-არა მადლობ, უნდა წავიდე, საბოლოოდ რა გადაწყვიტე?

-შეიძლება ჩემს შესახებ ცუდი ხმები დადის მაგრამ მკვლელი არ ვარ. ვცდილობ არ ვიყო... თუმცა არც ბანკი ვარ განვადებით რომ გადამიხადონ. მაშინ შენ  არასრულწლოვანმა ითამაშე, რაც უკანონოა და ნამდვილ მოგებად ვერ ჩავუთვლით.  ეს ჩანაწერი გვიან მაგრამ მაინც  ვნახე, თანხა უკვე გატანილი ქონდა. ორ ჯერ გააფრთხილეს ჩემმა ბიჭებმა და მესამე გაფრთხილებას შენ გატან! 24 საათში ასი ათასი დოლარი დააბრუნოს თორემ შენ მოგიწევს ჩემთან წამოსვლა. იმედია არ გგონია  ცოლად მოგიყვან.ჩემი საკუთრება იქნები და გაგიკეთებ იმას რაც მომინდება. გასაგებია?

-გასაგებია. - შიშმა ისევ იჩინა თავი, გულმა ბაგა ბუგი დაუწყო. სასწრაფოდ წამოვიდა იქიდან. ლიფტისთვის არ დაუცდია, სირბილით დაეშვა კიბეებზე. სამშვიდობოს რომ იგრძნო თავი მაშინღა შეისვენა და მობილური ამოიღო.

10 გამოტოვებული ზარი თაიასგან, უპასუხო მესიჯები და უფრო მეტი ზარი დედასგან.

-დამერხა! -გაიფიქრა და ტაქსი გააჩერა.

იღბალი, სიყვარული და სხვა.Where stories live. Discover now