Enzo !!!

264 16 5
                                    




                                                                                     ელენა


სახლის დათვალეირების და ოთახებში განაწილებს შემდეგ როგორც იქნა შვებით ამოვისუნთქე და ნელ ნელა დაძაბულობაც მომეხსნა.

დიდ ფუმფულა საწოლზე ჩამოვჯექი და ჩემდა გასაკვირადა ძალიან მესიამოვნა. ოქტომბრის შუა რიცხვები იყო, თუმცა მაინც ძალიან ცხელოდა, ამიტომ წამოვედი თეთრი ტილოს სარაფნით. მაგრამ  აქ, ენცოს მამულში შემოდგომის სიგრილე მეტად იგრძნობოდა. ღია აივნიდან სასიამოვნოდ გრილი, ტყის ნიავი იჭრებოდა და მაგრძნობინებდა რომ ამინდისთვის შეუფერებლად მეცვა.

სიცივისგან გამაჟრჟოლა და საწოლში შევძვერი. პლედი გადავიფარე და ოთახი უკეთ მოვათვალიერე. რატომ მგონია რომ ეს ცალ ცალკე ოთახები აფსურდია?!

ნუთუ გაბრიელს ოდნავი ეჭვი მაინც არ აქვს?

ვერ ვხდება აქ რა ფარული მოტივები ტრიალებს? თუმცა რომ ხვდებოდეს ალბათ სანამ ენცო თითს დამაკარებს ადგილზე გაანეიტრალებდა.

მანამდე კი სანამ ვიცი გაბრიელი ამ შენობაში ჩემგან რამდენიმე მეტრის დაშორებით არის, არაფრის მეშინია. თვალები მოვხუჭე და კომფორტულად მოკალათებულს ძილმა მალევე წამიღო.



    რომ არა კარზე კაკუნი ალბათ ამ კომფორტულ საწოლში ძილს დილამდე გავაგრძელებდი, მაგრამ ვახშამი მზად იყო და მასპინძლები გველოდნენ

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.






    რომ არა კარზე კაკუნი ალბათ ამ კომფორტულ საწოლში ძილს დილამდე გავაგრძელებდი, მაგრამ ვახშამი მზად იყო და მასპინძლები გველოდნენ. მეც ავდექი, მოვემზადე და გონზე რომ მოვედი უკვე ამ უზარმაზარი სასახლის დერეფნებს მივუყვებოდი. გაბრიელი საკმაოდ ჩაფიქრებული ჩანდა. ადრიანი კი იმით უკამყოფილო რომ აქ ინტერნეტი არ იჭერდა.

იღბალი, სიყვარული და სხვა.Where stories live. Discover now