force

333 17 9
                                    


ზაფხულის საღამოებში ყველაზე მყუდრო ჭრიჭინების ხმა და ძალიან ძალიან ნელი სიოა. თვალებს ვახელ და ფარდების რხევას ვაყოლებ მზერას, დანესტილი გრილი ჰაერი უხვად მცემს სახეში. თვალებს ვიფშვნეტ და ჩემს ძველისძველ ნაქირავებ ოთახს ნაცნობ გარემოს ვათვალიერებ.

ვმშვიდდები..

-მგონი ეს ყველაფერი დამესიზმრა -ხმამაღლა ვფიქრობ და ნელ ნელა ფეხებს ვდგავ საწოლიდან ცივ ბიტონის იატაკზე.

-არა ძვირფასო ეს ცხადია -ჩამესმის ბოხი ხმა და მაშინვე რეალობაში მაბრუნეს.

ის კედელთან მიყუდებული დგას და პირდაპირ მე მიყურებს.

-ღმერთო ჩემო! -შიშისგან ვხტები. -შე ავადმყოფო!

-შენც გაგიმარჯოს როგორ გეძინა?-სიტყვას ბანზე მიგდებს

-აქ როგორ ავღმოჩნდი ან იქიდან როგორ გამომიყვანე

-შენ მართლა გგონია მე ვინმეს წინაშე თავის მართლება უნდა მჭირდებოდეს?

ძალიან ვბრაზდები და მაშინვე კარისკენ გიჟივით გავრბივარ. საკეტს ვეწვალები მაგრამ არ იღება. ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და მისკენ ვტრიალდები

-ჩაგიკეტავს...

-ხო, მომიწია. გაქცევა ჩვევად გადაგექცა. -მპასუხობს მხიარულად.

-როგორ მომაგენი?

-არც ისე რთული იყო. მოგიყვები -მიღიმის და სამზარეულოს ათვალიერებს.

ჩემს ერთ ოთახიან სამფლობელოში სამზარეულოც და მისაღები სივრცეც ერთ კუთხეშია სადაც ორ კარადას და ერთ გაზქურას მოუყრია თავი. დიდად მზადებით თავს არ ვიწუხებ ამიტომ ამ დაობებულ კარადებში მხოლოდ ჩაი და ყავა მაქვს.

გაბრიელი პერანგის სახელოებს გულდასმით იკეცავს, მკერდზე ღილები ჩახსნილი აქვს, ვერ გავამტყუნებ აქ ჯოჯოხეთურად ცხელა და მისი სხეულიც უხვადაა დანამული. მსუბუქი რუჯიც აქვს, თმა კი სველი და ხელით უკან გადაწეული. რაც ეგზოტიკურ იერს სძენს.

იღბალი, სიყვარული და სხვა.Where stories live. Discover now