The Forbidden Fruit.

311 21 18
                                    




                            ელენა


  ჩემი გულისცემა ნახვერად ჩაბნელებულ ოთახში სულ უფრო ძლიერდებოდა. ჩვენ ვიდექით პირისპირ და ერთმანეთს უხმოდ მივჩერებოდით.


რისთვის მესტუმრა დაუპატიჟებლად ეს არანორმალური? გონებაში განგაშის ატეხვის სხვადასხვა ვერსიაზე ვფიქრობდი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.



რისთვის მესტუმრა დაუპატიჟებლად ეს არანორმალური? გონებაში განგაშის ატეხვის სხვადასხვა ვერსიაზე ვფიქრობდი. კარი ჩაკეტილია, ტელეფონი არ მაქვს და გაბრიელი კაბინეტშია  სადაც ჩემი ხმა არ ისმის...

-ბოლოსდაბოლოს რა გინდა ენცო? - გავბედე და ხმა ამოვიღე. წამები წუთებად მეჩვენებოდა და მეგონა მთელი საათი გასულიყო ასე ერთმანეთის ყურებაში.

- მე ყველაფერი მაქვს რაზეც კი კაცი იოცნებებდა საყვარელი ქალის გარდა. ახლა კი შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში და მინდა რომ ჩემი გახდე.

-შენი გავხდე? - ეს სიტყვები რამდენჯერმე დავატრიალე და იმის წარმოდგენაზე თუ რა იგულისხმა  ცივმა ოფლმა დამასხა. - ეს არ მოხდება, არასდროს!

-არასდროს თქვა არასდროს ჩემო მშვენიერო..

- სისულელეა! ეს უბრალოდ ახირებაა. ის გინდა რაც შენი არასდროს გახდება.

- გახდება და თან როგორ ელენა! უბრალოდ მინდა მშვიდობიანად მოვაგვაროთ ეს ამბავი სანამ გაბრიელი გაიგებს თორემ ახლაც შემიძლია შენი ჩემთან დატოვება, მისი მოკვლაც რომ მომიწიოს..

-არა! გაჩერდი! - გაბრიელის მკვლელობაზე საუბრის  შემდეგ უკვე ნერვებმა მიმტყუნეს და ხმის ამაღლებით და ხელის აწევით გავაჩერე. -არ მინდა რომ ვინმე მოკვდეს, თანაც ჩემს გამო და განსაკუთრებით გაბრიელი! გასაგებია?

იღბალი, სიყვარული და სხვა.Where stories live. Discover now