Victim

303 21 5
                                    

- პირველი შენ დაგირეკე თაი, რახდება?

- გოგო სად ხარ, მოგკლავ! მანდ როგორ გაბედე მარტო წასვლა???

- მოგიყვები ყველაფერს, სახლში მივდივარ და მოდი.

- შენთან ვარ უკვე, გელოდებიან.

-ვინ მელოდებიან? დედაჩემი გადაირია ხო?

- უარესი! მოდი და გაიგებ. -უთხრა და გაუთიშა.


სახლში მისულს კარი არ ქონდა გაღებული თაია ეცა და სამზარეულოში გაიყვანა,
მისაღები ოთახიდან ხმაური ისმოდა და ხალხი ირეოდა.

- რას აკეთებ თაია ?

- დამშვიდდი, დაწყნარდი, იცოდე მე შენს გვერდით ვარ.

- რატომ მამხნევებ რახდება ?-ელენას გული აუჩქარდა.

- ჩემებიც აქ არიან და შენებიც.

-ვინ ჩემები ?-ელენამ ყური დაუგდო ხალხის ლაპარაკს და ძალიან ნაცნობი კაცის ხმა გაარჩია.

-მამა?- იყვირა და მისაღებ ოთახში კისრისტეხით გაქანდა.

იქ მართლაც რომ მამამისი იდგა, დედამისს, თაია მშობლებს და ნატაშკას დედ მამას ელაპარაკებოდა. მაშინვე მუხლები მოეკვეთა, ცრემლები მოაწვა და ხმა აუკანკალდა.

-მობრძანდი? -კითხა მამამ.

-მამა ჩამოხვედი? -ელენა გაიქცა, ჩაეხუტა თუმცა კაცმა მალევე მოიშორა შვილის სხეული.

-ესეიგი დედაშენის ხელში შენი ძმა აზარტულ სამყაროში გაიშარა, შენ კიდევ გაბოზი! ყოჩაღ! ყოჩაღ! - მიმართა ელენას და თავის ცოლს ერთად.

-რა გავბოზი რას ლაპარაკობ?-თავი დახარა სირცხვილისგან გოგონამ.

-მე რას ვლაპარაკობ? ყველა შენზე ჭორაობს, ამბები მომდის რომ მაფიის ბოსს შენთან კავშირი აქვს კაზინოში დაეთრევი და სახლშიც ხშირად არ რცები. თაიას მამას რომ არ დაერეკა ფულის შესახებაც ვერაფერს გავიგებდი.

-ტყუილია ჩემზე რასაც ამბობენ, ტყუილია მამა! - დაპანიკებულს და შეშინებულს თვალებში დაუბნელდა. მოულოდნელი და სრულიად უსამართლო იყო ნანატრი მამისგან მსგავსი სიტყვების გაგონება. ხმა ვეღარ ამოიღო ცრემლები წამოუვდა და უხმოდ ატირდა.

იღბალი, სიყვარული და სხვა.Where stories live. Discover now