Oh Sister...

319 20 4
                                    

რათამაუნდა ელენამ დედამისს მაშინვე დაურეკა და სახლში მოსულ გულგახეთქილ ქალს ყველაფერი მოუყვა.

შუაღამე იყო გიო ისევ არ ჩანდა.

   ელენას თაიას და მისი მშობლებისთვისაც დაერეკა და ყველა ერთად ამშვიდებდა ელენას დედას. სულ მალე გიოს ანერვიულებული შეყვარებული ნატაშკაც შეუერთდა მათ.
ბოლოს როცა უკვე აღარანაირ სიახლეს აღარ ელოდნენ და დამამშვიდებლებსაც დაეწყოთ მოქმედება, წნევის დამწევებსაც და სრული სასოწარკვეთილი სიჩუმე ჩამოწოლილიყო, უცბად გიომ შემოაღო კარი.
- ვაიმეე! - დაიყვირდა დედამ როცა ნაცემ შვილს შეხედა.
- დამშვიდდით. კარგად ვარ. - ხელის აწევით ანიშნა ქალებს დამშვიდებულიყვნენ.
- რა მოხდა კაცო რაუნდოდათ?!- საქმეში ჩაერთო თაიას მამა რომელიც მამასავით ზრუნავდა ელენასა და გიოზე მას შემდეგ რაც მათი მამა ერთ -ერთი მივლინების დროსაც უბრალოდ აღარ დაბრუნდა საქართველოში და ამერიკის შეერთებულ შტატებში დარჩა საცხოვრებლად.

-რა უნდოდათ და ფული, რაც მოვიგე ყველაფრის უკან დაბრუნებას მთხოვენ.- გიო ჯერ წყნარად საუბრობდა.

-რა უფლებით?- ნატაშკა ვერ მიმხვდარიყო რა ხდებოდა.

-პოლიციაში ხომ არ დავრეკოთ ? - ტელეფონს ხელში ატრიალებდა დედა. მაგრამ გიომ იუარა პოლიციის დონეზე არ წყდება ესეთი საქმეებიო.
სიჩუმე ჩამოწვა, უცებ გიო ფეხზე წამოვარდა და ელენას მისამართით იღრიალა

-ყველაფერი შენი ბრალია!!!

- მე რა შუაში ვარ?

-იმ დღეს იქ როარ მოსულიყო ამ ფულზე არავინ მომედავებოდა! გაიგეს რო არასრულწლოვანი ხარ და იქ ისე იყავი შემოპარული. ფიშკებსაც შენ შეეხე, შენ დაუდე კრუპიეს. ყველაფერი ნახეს კამერებში და უკან დაბრუნებას მედავებიან მე კიდე ნახევარზე მეტი დავხარჯე!

-მე რომ არ მოვსულიყავი, დიდი ალბათობით ცარიელი ჯიბეებით წამოხვიდოდი იქიდან და ნუ დამყვირიხარ თავზე! -ნაწყენმა ელენამ პირში მიახალა რასაც ფიქრობდა.

- ნუ ჩხუბობთ! ეხლა თქვენი ჩხუბის დრო არაა! -თაიას მამა ჩაერთო და სიტუაციის განმუხტვა სცადა.

- რომ არ დააბრუნო რას იზამენ? - ფრთხილად შეაპარა კითხვა ნატაშკამ.
გიომ ჩაიცინა.

-დამბრიდავენ ნატაშ რაუნდა ქნან!

- დაუბრუნე, ჩემს ერთადერთ ვაჟს ვერ შევაკლავ იმ მაფიოზებს ! -იყვირა დედამ.

- რა დავუბრუნო დედა რაა? ნახევარი დავხარჯე და მაგათ პროცენტებიანად უნდათ ,მაგდენი ფული სად ვიშოვო?!

- ქარის მოტანილი იყო ეგ ფული და ქარი წაიღებს. - ჩაილაპარაკა ელენამ.

- რა ადვილია შენთვის ყველაფერი ჰა? სხვათაშორის შენ გიცნობენ და იციან ვინ ხარ! ასევე სანამ ყველაფერს არ მივუტან მათმა ბოსმა შენი წაყვანა გადაწყვიტა. გამაგებინე რანაირად იცნობ მაგათ უფროსს და რა გაკავშირებს მასთან?
- გიოს მოქნეული ხელი სახეში მოხვდა ელენას და კედელს შეეჯახა.

-რას აკეთებ სულ გაგიჟდი?! -წინ გადაუდგა თაია - ჩემი მეგობრის დაჩაგვრის უფლებას არ მოგცემ!

გიომ თავი მიანება და სიგარეტს გაუკიდა.

- მე ფულს ვერ მივცემ. სხვა მევალეებიც მყავს. ყველას ვერ გავუმკლავდები.. მოკლედ ეგ არ გამოვა. სხვა რამე უნდა მოვიფიქროთ.

-გამაგებინეთ ელენასგან რა უნდათ ?- აჟიტირებულმა დედამ ორივეს გადახედა.

-მაგის გამკეთებლები რომ ყოფილიყვნენ აქამდე წაიყვანდნენ ელენას ამიტომ ამაზე დიდად არ ვდარდობ.

- ვაიმე გიო.. რაუნდა ვქნათ- ატირდა ნატაშკა და გიოს ჩაეხუტა.

-იმდენი მირტყეს  ფიქრებსაც ვერ ვუყრი თავს.. -თავი მოისრისა გიომ.

- მოდი დღეს გეყოფათ, ჯობია დაისვენოთ. ხვალ დასვენებულ გონებაზე დავიწყოთ ფიქრი- ფეხზე წამოდგა თაიას დედა და მის ქმარ შვილსაც უბიძგა წასასვლელები ვართო.

- დღეს თაიასთან დარჩი! ვერ გიყურებ ელენა ძალიან გამიცრუე იმედები, არც კი ვიცი ვინ ხარ! -სახეში არ შეუხედავს გიოს ისე ჩაილაპარაკა და მეორე სართულისკენ ნატაშკასთან ერთად აუყვა კიბეებს.

გაფითრებული ელენა მეგობარს გაყვა, სრულიას შოკში იყო, გრძნობდა საკუთარმა ოჯახმა უარი თქვა მის დაცვაზე.






და თქვენ რას იზავდით გიოს ადგილზე?
რას ფიქრობთ გამიზიარეთ კომენტარებში💫

იღბალი, სიყვარული და სხვა.Where stories live. Discover now