hello

288 19 2
                                    

    გეგმის თანახმად პირველ რიგში თაიას ზურგჩანთა დავცალე,  ყველაზე აუცილებელი და საჭირო ნივთები გადავარჩიე და ჩავულაგე. ვიცოდი ჩემოდნით ხელში სახლიდან ფეხს არ გამადგმევინებდნენ ამიტომ თაია ჩემი ტანსაცმლით გავუშვი. 

 ეჭვი არავის გასჩენია დიდად არც მიუქცევიათ ყურადღება.

 
 შემდეგი ნაწილი თავშესაფრის პოვნა გალდათ, მაშინვე დავძებნე განცხადებები და ბათუმში ყველაზე იაფასიანი სასტუმრო დავჯავშნე. ხო არ მოგესმათ, ბათუმში დავგეგმე ჩემი გაპარვა..
  ბოლო და ყველაზე მთავარი კი "ფული"
ჩემი დანაზოგი გადმოვიღე გამოსაშვები საღამოს კაბისთვის რომ ვაგროვებდი, სულ 400 ლარი, თაიამაც დამიმატა რაც გააჩნდა. ჯამში 900 ლარამდე ავედი რაც პირველ ეტაპზე სრულიად საკმარისი იქნებოდა, მერე სამსახურს ვიპოვიდი და შიმშილით არ მოვკვდებოდი.
ახლა სახლიდან გასვლაზე უნდა მეზრუნა.
- დედა, მამა .. -ჩემი ოთახიდან გამოვედი და მათ წინ დავდექი.
-რახდება? - მკითხა დედამ
-რადგან გადაწყვეტილება უკვე მიიღეთ და აღარ შეცვლით არაფერს, ნება მომეცით ბოლო ღამე თაიასთან გავატარო და დავემშვიდობო.
- გაქცევას თუ ფიქრობ იცოდე დროის ამბავია მაინც გიპოვიან! - თითქოს მიმიხვდაო მამაჩემი თუმცა მე მაინც უნდა მეცადა. უბრძოლველად არ დავნებდებოდი!
-არა არ ვფიქრობ გაქცევას..ვიცი აზრი არ აქვს.
-წავიდეს გაუშვი-თვალები აუწყლიანდა დედას, კიდევ კაი რამე მაინც შემორჩა ადამიანური.
- კარგი, მე გავაცილებ. არსად გადაუხვიოს. და თაიას მამასაც გავაფრთხილებ არსად გაუშვას 
ეგრევე წავედი, მობილურის გარდა არაფერი წამიღია. ფეხით გავიარეთ, გზა შორი არ იყო მაგრამ ისე გაიწელა ერთი სული მქონდა მალე დავშორებოდი იმ კაცს რომელიც ერთ დროს მართლა იყო მამაჩემი და რომელმაც ამ რეალობაში ერთი ხელის მოსმით გამწირა.
აი ასე მივედი თაიას სახლში საიდანაც შუა ღამეს გავიპარე და ტაქსით ბათუმამდე ჩავედი.
  ყველაზე რთული მარტოობის პირველი კვირა იყო, იაფასიან გაქუცულ ნომერში ვცხოვრობდი. თუმცა ზღვაზე ვატარებდი დიდ დროს და სიმშვიდეს ტალღებში ვპოვულობდი.    

იღბალი, სიყვარული და სხვა.Where stories live. Discover now