Boss's Office

317 19 1
                                    

დილა კოკისპირული წვიმით გათენდა. ელენა იჯდა დაქალის ოთახში და თვალებს ისრესდა. თავი საშინლად სტკიოდა, ჯერ კიდევ ვერ გამოფხიზლებულიყო.

ამ დროს თაიაც შემოვიდა ყავითა და ბუტერბროტებით ხელში და ოთახში გემრიელი სურნელი დატრიალდა.

-რაც გუშინ მოხდა სიზმარი არ იყო ხო ? - თვალები მოისრისა ელენამ.

-სამწუხაროდ არა. -ცხელი ყავის ჭიქები მაგიდაზე დადგა თაიამ.

-გიოს ამას არ ვაპატიებ სულ რომ მთელი ფული დააბრუნოს, ჩემზე ხელის აწევას და დამცირებას არ შევარჩენ!

-კარგი ეხლა, ნუ დაიბოღმები. უბრალოდ შენ დებილ ძმას ფული არ ეთმობა და აღარ იცის ვის დააბრალოს.

- მგონი დროა ჩემი თავის დაცვაზე ვიფიქრო. არ მინდა შიშით ვიცხოვრო და გარეთ გასვლის მეშინოდეს.

-და რას იზავ?

-მე თვითონ მივალ მათ ბოსთან და დაველაპარაკები, თუ მიცნობენ გავიგებ მაინც ვინ არიან და ავუხსნი რომ ჩემი წაყვანით გიო ფულს მაინც არ მიუტანს.

-ხოარ აფრენ შენ? არა. არა და არა! თან მარტო არ გაგიშვებ არსად.

-ესე სჯობს. გაურკვევლობაში ვერ ვიქნები.

-ეე იქნებ შენი ცოლად მოყვანა უნდა მაფიის ბოსს ?როგორც სერიალებშია

-ნუ ბოდავ..

-არა დაფიქრდი შენ ძმას მაგათი ვალი აქვს ერთადერთი გზაა ორი ოჯახი გადარჩეს სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში.

-მგონი დროა მოეშვა დრამების ყურებას თაია..

-დღეს სკოლა ხომ არ გაგვეცდინა?

-არა, ჯობს გაკვეთილებზე ვკონცენტრირდე ვიდრე მაგეებზე ვიფიქრო.

-კარგი ოღონდ იქ წასვლას თუ გადაწყვეტ უჩემოდ არ გაადგა ფეხი! ეხლა კი თუ სკოლაში მივდივართ ჩაიცვი ფორმა დაგვიანებულზე მაინც არ შეგვიშვებენ.

-კარგი ოღონდ იქ წასვლას თუ გადაწყვეტ უჩემოდ არ გაადგა ფეხი! ეხლა კი თუ სკოლაში მივდივართ ჩაიცვი ფორმა დაგვიანებულზე მაინც არ შეგვიშვებენ

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
იღბალი, სიყვარული და სხვა.Where stories live. Discover now