Cousin Boy

347 19 11
                                    




ელენა

მეორე დილით წარმოდგენა არ მქონდა როგორ ჩავხედავდი გაბრიელს თვალებში. გუშინდელის შემდეგ მისი რექცია საეჭვო იყო, ერთ მხრივ მეშინოდა, მეორე მხრივ კი უხერხულად ვგრძნობდი თავს. თუმცა საბედნიეროდ მისი ნახვა კარგა ხანს არ მომიწევდა რაც სულ მალე შევიტყვე.

შუადღის სამ საათზე კარზე კაკუნი გაისმა. დაძაბულმა გავაღე თუმცა გაბრიელის ნაცნობი სახის მაგივრად იქ ახალგაზრდა, ქერა, მაღალი, სიმპატიური ბიჭი დამხვდა რომელიც ცნობისმოყვარეობით მიყურებდა, ხელში კი ტკბილეულობით და ხილით სავსე ლანგარი ეჭირა.

-გამარჯობა ელენა -გამიღიმა და წინ გადმოდგმული ნაბიჯით ოთახში შემომეჭრა.

-გამარჯობა?-მეც ცნობისმოყვარეობით შევხედე. ვინ ჯანდაბა უნდა ყოფილიყო გავიფიქრე და გაბრიელის ძებნა დავიწყე.

-ვინ ხარ? გაბრიელი სად არის? -ვკითხე დაბნეულმა.

მან ჯერ ლანგარი მაგიდაზე ფრთხილად დადგა, შემდეგ ყურძენს ერთი მარცვალი მოაგლიჯა და პირში გააქანა.

-მე ადრიანი ვარ. გაბრიელის ბიძაშვილი -გამოწვდილ ხელზე ხელი ჩემდაუნებურად გავუწოდე, ეს ბიჭი ისეთი ენერგეტიკის მატარებელი იყო უცებ მოიპოვა ჩემი ნდობა. -გაბრიელი საქმეებზე გაემგზავრა და შენი თავი მე ჩამაბარა, მთხოვა არ მომეშიებინე და მეზრუნა რომ არ გაქცეულიყავი. ამიტომ სასუსნავები ამოგიტანე და მოვედი რომ გამეცანი.

-უკაცრავად? -ხელი მაშინვე გამოვტაცე და შევუბღვირე -რას ნიშნავს ჩაგაბარა?!

-მე რატომ მიბრაზდები ?არ იცი გაბრიელის ხასიათი ? კონტროლის მანიაკია -ჩაეცინა, რაზეც მივხვდი ბოლომდე მხარს არ უჭერდა მისი ბიძაშვილის მეთოდებს.

-კი ვიცი რა მანიაკიც არის -გავაქნიე თავი.

-ყავას ხომ დალევ ? -გამომცდელად შემომხედა, შემდეგ კართან ვიღაცას დაუძახა. სად იყო და სად არა მიმტანმა ოთახში გორგოლაჭებიანი მაგიდა შემოაგორა, ყავის ოხშივარი ცხვირში სასიამოვნოდ შემიძვრა. ორივემ თითო ჭიქა ყავა ავიღეთ, ტკბილეულობის ლანგარი გვერდით დავიდგით და ვერანდაზე მოვკალათდით. როდესაც ადრიანმა სიგარეტის კოლოფი ამოიღო ჩემს ბედნიერებას საზვარი არ ქონდა. როგორც იქნა მოვსვი ყავა და სანატრელი  ნაფაზი თურქეთის პალმებში გავუშვი.

იღბალი, სიყვარული და სხვა.Where stories live. Discover now