YOU ?

299 22 1
                                    




კაბინეტი დიდი და ნათელი იყო. შუშებიანი ხედი ქალაქზე კი მეტ სივრცეს იძლეოდა. ელენას ყველაფერი შავ ბნელი, პირქუში და დაუნდობელი წარმოედგინა. ამიტომ კაბინეტის დათვალიერების შემდეგ უფრო დამშვიდდა.

ერთხანს ჩუმად იდგა, რამდენიმე ვარიანტი წარმოიდგინა თუ ვინ და როგორ ადამიანთან მოვიდა სალაპარაკოთ. მაგრამ ეს ადამიანი ზურგით იჯდა სავარძელში და ვერც კი ხედავდა.

-გამარჯობა. -მიმართა მან.-იცით თქვენთან საქმეზე მოვედი.

-გისმენ! -მოესმა საიდანღაც ნაცნობი, ბოხი ხმა.

ელენამ ჩუმად დაიწყო საუბარი, მოყვა ყველაფერი და სთხოვა ვინც არუნდა ყოფილიყო სავარძლის მიღმა, შემწყნარებელი ყოფილიყო მისი ოჯახის მიმართ.

-ესეიგი ის უბედური შენი ძმაა? -ხმაურიანად წამოდგა მამაკაცი და პირდაპირ გოგონას შეხედა თვალებში.

-შენ? -გაოცებისგან იკივლა ელენამ როდესაც წინ მდგომი მისი იდუმალებით მოცული კოცნის ქურდი იცნო. -შენ აქ რა გინდა?

ბიჭს გაეღიმა და თავიდან ბოლომდე აათვალიერა სკოლის ფორმაში გამოწყობილი გოგონა.

-ძალიან გიხდება ეგ ფორმა, უფრო მეტად სექსუალური ხარ ვიდრე მაშინ რესტორნის ტერასაზე იყავი..

-არც კი გაბედო მოკარება.- კბილებში გამოსცრა გოგონას და ტანში შიშის ზარმა დაუარა.

ის ხომ თავისი ნებით მივიდა, პირდაპირ მგლის ხახაში ჩადგა ფეხი. და რას ელოდა?უარეს შემთხვევაში მოკლავდნენ, ეკეთეს შემთხვევაში კი უვნებელი მაინც უნდა გასულიყო აქედან. ამიტომ აგრესიის და ჩხუბისგან თავს იკავებდა.

-ესეიგი შენ ხარ აქაურობის უფროსი? -ხმა დაიმშვიდა და უდარდელად კითხა.

-უფროსი არა, ბოსი, და კი მე ვარ.-კიდევ უფრო ახლოს მივიდა ბიჭი.

-გაბრიელი მქვია -გაუწოდა ხელი.

-ელენა.

-ვიცი ვინც ხარ. რა გამოდის იმ უთავმოყვარეომ თავისი პატარა დაიკო გამომიგზავნა რომ საქმის მოსაგვარებლად?

-არა, არა მე ჩემით მოვედი, მან არაფერი იცის. არავინ არაფერი იცის თორემ არ გამომიშვებდნენ.

-სწორედაც მოიქცეოდნენ... აქ შენნაირების ადგილი არარის! ხომ გითხარი ადრეც!

-ვიცი მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე მოვსულიყავი და მეთხოვა..-ელენა თავჩაღუნელი იდგა, ხელებს ნერვიულად იფშვნეტდა.-მინდა გთხოვოთ გაბრიელ, რომ გიო არ მოკლათ ის ნელ ნელა გაისრუმრებს ვალს.

-კიდევ რამე? მიდი მთხოვე, გისმენ! -ჩაეცინა გაბრიელს და კარებისკენ წავიდა.

-კიდევ ჩემი წაყვანა, დასჯა, მოკვლა ან ცოლად მოყვანა არარის საჭირო. აუცილებლად დაიბრუნებთ თქვენ ფულს გპირდებით! - სრულიად გულუბრყვილოდ ამოთქვა თავისი სავარაუდო სასჯელები.

-ცოლად?-ჯერ გაოცდა გაბრიელი, სახეზე სრული შოკი აღებეჭდა, შემდეგ კი გულიანად გაეცინა.

-დამცინი თუ რას აკეთებ?! -გაბრაზდა ელენა.

-აბა რატომ მთავაზობ შენს თავს ცოლად? რადმინდა ცოლი თან შენნაირი?! - ისეთ კარგ ხასითზე იდგა გაბრიელი გულიც კი მოულბა გიოს მიმართ.

იღბალი, სიყვარული და სხვა.Where stories live. Discover now