Everything Goes Wrong

284 23 4
                                    


-ძალიან ბევრს სვამ გეყოფა -მითხრა მან და შამპანურის ჭიქა ცხვირწინ ამაცალა.

-აქ ყველა მთვრალია. თან  მე სხვა რა საქმე მაქვს გაბრიელ? -თვალები გადავატრიალე თუმცა ფოკუსი ძლივს გავასწორე და თავით გადავეშვი მის ყავისფერ დამატყვევებელ თვალებში.

-შენ წყნარად უნდა მჯდარიყავი და ამდენი არ დაგელია!

-შემდეგში ჩამომიწერე რა და როგორ და ისე მოვიქცევი.

-რამდენს ბედავ? ! იცოდე ისე დაისჯები რომ პირველი სასჯელი ტკბილად გაგახსენდება. -მომეჩვენა თუ ტონი მკაცრად სექსუალური გაუხდა? არა, ნამდვილად დავთვერი.

-ეს უსამართლობაა მე არაფერი დამიშავებია- გული მომივიდა და ნაწყენი მზერა ვესროლე თუმცა გულქვა გაბრიელს წარბიც არ შეხრია.

-მოდი მანქანაში ჩამსვი და სასტუმროში გამგზავნე. -უნივერსალური გამოსავალი შევთავაზე რადგან ვგრძნობდი მის სასტიკ სასჯელს ვეღარ ავიტანდი..

-ერთად მოვედით და ერთად წავალთ!

-დასჯას თუ მიპირებ ნება მომეცი სასმელით მაინც შევიმსუბუქო ტკივილი.. -ჩავილაპარაკე და კიდევ ერთი ყლუპი მოვსვი.

-მარცხვენ ელენა და იცოდე შენთვის კარგად არ დასრულდება. ასე რომ მოემზადე გრძელი ღამისთვის. - მკლავში ხელი მწარედ ჩამავლო და ვითომდა უდარდელი სახით დამაცქერდა. ხალხთან არ აჩვენებდა  მაგრამ ისე ძლიერ მიჭერდა რომ ჩემი გაჭყლეტა სურდა.

- როცა დამნაშაცე ვიყავი ხმა არ ამომიღია ახლა კი სრულიად  უწყინარი საქციელისთვის მიპირებ დასჯას? რა ადამიანი ხარ?!- ტონს ავუწიე და საჩვენებელი თითი მკერდზე მივაბჯინე. დაე იცოდეს რომ თავს არ დავუხრი.

-მორჩა საკმარისია მივდივართ! უკვე დროა მოგარჯულო. -ძალით ამაყენა. ხელკავი გამომდო და ისე წამათრია გასასვლელისკენ. გზად კი ნაცნობებს დაემშვიდობა.

ისეთი მთვრალი ვიყავი მისი სიბრაზეც კი არ ჩავაგდე სათვალავში. ენცოს შემოთავაზების შემდეგ შოკირებულს რომ არ დამელია თავი ამიფეთქდებოდა. ამიტომ არც ერთი ჭიქა არ გამოვტოვე რომელიც ჩემს წინ ჩაატარა მიმტანმა პატარა პოდნოსზე დალაგებული. ყველა ჯერზე თითოს ვიღებდი და ჯერ შეუმჩნევლად ვწრუპავდი, შემდეგ უკვე თავისუფლად.

იღბალი, სიყვარული და სხვა.Where stories live. Discover now