Bravo Adrian!

481 27 34
                                    


გაბრიელი

ცხოვრებაში ყველაზე საშინელ მოვლენებს შორის ჩამოთვლას არ დავიწყებ მაგრამ ერთ ერთი ყველაზე საშინელი შენსკენ წამოსული პატარა მეტალის ტყვიაა რომელსაც წამში შეუძლია შენი სიცოცხლის შეწყვეტა. 

და მაშინ ფიქრობ, ფიქრობ ყველასა და ყველაფერზე.

გაკეთებელ ან ჯერ გაუკეთებელ საქმეებზე..

რაც მოასწარი და რაც ვერა..

საყვარელ ადამიანებზე რომლებიც ზევით გელოდებიან..

და იმათზე ვისაც ჯერ კიდევ სურთ იცოცხლო..

ფიქრობ აქამდე როგორ მიხვედი და გიღირდა კი ეს ამად?! ალბათ პასუხზე დასაფიქრებლად კიდევ გჭირდება დრო რომ იცხოვრო და ის გამოსცადო რაც წინ გაქვს..

და ისევ ეს პატარა მეტალის ნაგლეჯი, სიკვდილის მოციქული ან რაც გინდათ დაარქვით, მისი ხმა ყველაზე შემზარავია და ის ახლა ვიღაცამ ნამდვილად გაისროლა.

მაგრამ რა ჯანდაბა მოხდა?!

ფაქტია რომ ცოცხალი და საღ-სალამათი ჩემს ადგილას ვდგავარ.

დაცვის წევრი ვისაც დამიზნებული ქონდა იარაღი ჩემს წინ უსულოდ ეცემა და მის მიღმა ჩემს მხსნელად ადრიანს ვარჩევ რომელმაც როგორც მივხვდი წამებში დაასწრო და გადამარჩინა. მაგრამ სანამ ყველაფერში გავერკვიე კიდევ დიდხანს ვიდექი ქამრით ხელში ერთ ადგილზე გაყინული და ენცოს სუნთქვის უფლებას ვართმევდი.

-მაშ არავინ გჭირდებოდა და მარტო მოაგვარებდი ხო?! - ადრიანი სერიოზული სახით მიყურებს მაგრამ მე მაინც ვიჭერ ხუმრობას მის სიტყვებში.

-მეც მიხარია შენი დანახვა. - ვპასუხობ და ენცოს ხელს ვუშვებ რომელიც უგონოდ ვარდება ძირს.

-კარგად კი გიმუშავია მასზე. - ადრიანის შეფასებას კარგ ხასიათზე მოვყავარ.

რომ დავფიქრდეთ მართლა მიხარია ამ პატარა არამზადის ხილვა რომელმაც სიკვდილს გადამარჩინა და რომელიც უფრო დავაფასე. ნელ-ნელა წელში ვსწორდები, თან ქამარს ვკეცავ რომ ჯიბეში ჩავტიო.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Apr 06 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

იღბალი, სიყვარული და სხვა.Where stories live. Discover now