jeckpot!!!

375 15 0
                                    




არა მეთქი სწრაფად გამოვერკვიე.

-მართლა? სად მიდიხარ მიგაცილებო - ჰაერში ალკოჰოლის სუნი დატრიალდა, ფხიზელი არ უნდა ყოფილიყო.

-არარის საჭირო მეთქი. და მისგან თავის დახსნა ვცადე.

ინტერესიანი მზერით ამხედ დამხედა.

-აქ შენნაირების ადგილი არარის გაეცალე აქაურობასო მკაცრად მითხრა და ხელები გამიშვა.
-თქვენ რაიცით სად არის ჩემი ადგილი? -წარბი ავუწიე
  ცალყბად გამიღიმა და წავიდა.

მაშინვე ჩემი ძმის მოსაძებნად წავედი. იმ ბიჭმა ცოტა დამძაბა, რატომ არ იყო აქ ჩემი ადგილი ან რაიცოდა ვინ და როგორი ვიყავი ? გულში ჩამყვა და აქედან რაც შეიძლებოდა მალე მომინდა წასვლა.
სათამაშო დარბაზში შესვლისთანავე ვიღაც კაცმა მუჭში ჩადებული კამათლები ცხვირთან მომიტანა და ერთი ამას შეუბერეო.
-რავქნა მეთქი?
-შეუბერე, ახალბედა ჩანხარ და მაგათ მაგრა უმართლებთო, მიდი რა შენი რა მიდის დაიკო შეუბერეო. - ხელკავი გამიკეთა და თვალები ააბრიალა.
უხერხულად ვცადე თავის დახსნა მაგრამ არ გამიშვა, ბოლოს შევუბერე მის კამათლებს და თავიც დავიძვრინე.
-წყვილი ოთხიანი ! - გამარჯვების შეძახილები წამოვიდა.
-მოვიგე გოგო მოვიგე! - გიჟივით ჩამაფრინდა კაცი და ჰაერში ამწია.
-გილოცავთ ! - ჩავილაპარაკე და გამოპარვა ვცადე ამ დროს გიომ (ჩემმა ძმამ) თვითონვე დამინახა  და გაოცცებულმა იმ მაგიდისკენ წამათრია სადაც იჯდა.

-სულ გაგიჟდი ?-ცოფებს ყრიდა -იმათთან რასაკეთევდი ან აქ როგორ შემოხვედი ?!!!!

-რამნიშვნელობა აქვს. დედა მთელი ღამე გელოდებოდა, გეძებს და ძალიან გაბრაზებულია.

-ჩუმად ილაპარაკე- დამიძაბა და გვერდით მოთამაშეებისკენ გააპარა თვალი. რომლებსაც სულ ფეხებზე ეკიდათ ჩემი ძმაც, მისი მზრუნველი დედიკოც და დაც.

- წადი სახლში და მეც მოვალ.

-ვერა ვერ წავალ შენ გარეშე მეთქი და იქვე რულეტკის მაგიდასთან სკამზე მოვკალათდი.

იღბალი, სიყვარული და სხვა.Where stories live. Discover now