Money, Money, Money...

314 18 0
                                    




ავტორის pov:

მეორე დღეს გიომ მოგებული თანხა უპრობლემოდ ჩაითვალა და უსაზღვრო სიხარულით და თავდაჯერებულობით სავსემ მის ხარჯვას მიჰყო ხელი.

სახლში თითქმის არ ჩერდებოდა ზოგჯერ დასაძინებლადაც არ მიდიოდა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

სახლში თითქმის არ ჩერდებოდა ზოგჯერ დასაძინებლადაც არ მიდიოდა. სულ მეგობრებთან ერთად იყო ხან ერთ კლუბში, ხან მეორეში, ელენაც კი გადაავიწყდა რომელსაც მოგებული არანაკლებ ეკუთვნოდა. თუმცა რა იცოდა რომ უცაბედად გამდიდრებულს ბედი სხვა რამეს უმზადებდა.

  და ერთ საღამოს როდესაც არც გიო და არც დედა იყვნენ სახლში, მოულოდნელად დაუპატიჯებელი სტუმარები  ეწვივნენ  ელენას რომელიც ტელეფონზე საუკეთესო მეგობარს ეჭორავებოდა.

-ხო და იმ დღის შემდეგ არსად გამოჩენილა - უთხრა ყურმილში თაიას.

-როგორ არც სახელი გკითხა, არც ტელეფონის ნომერი გამოგართვა ?

-არა, ხომ გეუბნები ეს ბიჭი ჩემს ცხოვრებაში არსაიდან გამოჩნდა და გაქრა.

-იმ რესტორანში რომ მისულიყავი? იქნებ ისევ  შემთხვევით შეხვდე.. სახელს გკითხავს, შენც გაიგებ ვინ არის..

-გაგიჟდი ? ეგღა მაკლია მაგას დავუწყო ძებნა.

-ოხ, რაიყო თავს ისე მოაჩვენებ ვითომ მორიგი შემთხვევითობა იყო.

-არა, არა, არ გამოვა, ტეხავს, ეგრევე მიხვდება. თან  ძალიან სხვანაირი ტიპია აი მომთხოვნი და თავის ჭკუაზე რომ გატარებს ისეთი. და არც კი ვიცი მინდა კი ეგეთი?

-ჰაჰაჰ კოჭებსაც რომ დაგიხვრიტავს ისეთი?-გადაიკისკისა თაიამ.

იღბალი, სიყვარული და სხვა.Where stories live. Discover now