PROLOGUE

2.8K 97 71
                                    

'A lot, a lot, a lot'

მოშორებით იდგა და წარმოდგენაც არ ჰქონდა რომ ვუყურებდი. თუმცა არ ვიცი, შეიძლება იცოდა კიდეც... ან რაღაცნაირად გრძნობდა ... ყველაფრის დანახვა და შეგრძნება შეეძლო თუ დასჭირდებოდა, იმ შემთხვევაში.
ცივი მზერა ჰქონდა. აშკარად ვერ ეგუებოდა გარემოს და ბევრ ხალხს, როგორც ყოველთვის. სახეზე ეწერა აქაურობის მიმართ რასაც გრძნობდა და სიმართლე რომ ვთქვა, ვხალისობდი მისი მოშხამული ხასიათით და ქცევებით.

ვიცოდი რომ ვჭირდებოდი, მაგრამ ისიც ვიცოდი, მის ხასიათს ვერ გადააბიჯებდა და არ დამირეკავდა.

როგორ მინდოდა ახლა შევხებოდი.. ნებისმიერი გზით.
მისი სურნელის და ნაზი კანის შეგრძნება მინდოდა.
მისი ტუჩების შეხება მენატრებოდა.
ის გრძნობა მენატრებოდა მისი მოახლოებისას რომ მიჩნდებოდა.
მისი სხეულიც მენატრებოდა.
ყველაფერი მენატრებოდა რაც მას უკავშირდებოდა.

არადა მხოლოდ რამდენიმე დღე გავიდა..

ვუყურებდი და ვხვდებოდი როგორ ვრცელდებოდა ჩემს სხეულში ეგოიზმი. ჯანდაბა, ვიცოდი რომ ეს არსება ჩემი უნდა ყოფილიყო. იმდენად ჩემი, რომ გაფიქრებაც კი ვერ მოეხერხებინა ვინმეს მასზე. როგორ უნდა გამენაწილებინა ასეთი მშვენიერება სხვებისთვის? საშუალება რომ მქონოდა, სადმე, პატარა ადგილას გამოვკეტავდი და დავამწყვევდი, რომ არავისთვის გამეყო.
ქალღმერთი იყო ჩემთვის. დანახვისთანავე აღვიქვი ღმერთად, შეუძლებელია მისი ამქვეყნიურობა.

მინდოდა მივსულიყავი და ის ღიმილი მომეშორებინა მისი სახიდან, ამ წამს ვიღაცას რომ აჩუქა. სულ არ მადარდებდა მისი მეგობარი რომ იყო.

მინდოდა ნაბიჯი გადამედგა და მის წინ გავჩენილიყავი, რომ იმ მშვენიერ თვალებში, ჩემთვის საყვარელი პატარა ეშმაკუნები გასჩენოდა.

Smoothly EXecuted.  |COMPLETED|Onde histórias criam vida. Descubra agora