Too close to me

529 47 92
                                    


15

-შანსი არაა, მაგას მაცივარში არ შეინახავ. ყველაფერს გადაედება სუნი!-თავს ვაქნევ და ისე ვაჩერებ, თითქოს რამე საშინელის ჩადენას აპირებდეს.

-ნორა,-თითქოს მშვიდად მეუბნება მაგრამ თვალებს მიბრიალებს,-პაკეტი არც კი გამიხსნია. რანაირად გადაედება სუნი...

-არ მაინტერესებს, სუნელებს მაცივარში ვინ ინახავს ევა!-აღშფოთებული ვკითხულობ და მაცივრის კარს მთელი სხეულით ვეფარები. ღმერთო ჩემო, არც კი მჯერა.

-მე..-უპრობლემოდ მპასუხობს და წარბს მაღლა მიწევს. ახლა მზერით მეუბნება ან მიმიშვი ან თავს წაგაცლიო, მაგრამ არა!!!

-ევა.-ვგმინავ, ვცდილობ ოდნავ მკაცრად ვესაუბრო, მაგრამ არაფერი გამომდის, რადგან ზედმეტად ახლოს იწევს და საუბრის შესაძლებლობებზე ჩემი ტვინი უარს აცხადებს, ასე რომ იდიოტივით ვუყურებ, სანამ ის წარბაწეული დამჩერებია. ჩემი სხეული მის სიახლოვეს აპროტესტებს და გული ოდნავ მიჩქარდება, რასაც თვითონაც მშვენივრად ამჩნევს.

-გგონია ამ ტონით მაშინებ, თუ რა ხდება?-თვალებს ჭუტავს და ხელებს მკერდთან იჯვარედინებს. მე ვერა, მაგრამ თვითონ...

-ნუ გავიწყდება, რომ შენზე უფროსი ვარ..-თავის დაძვრენა ვცადე და ოდნავ უკან დავიხიე, რამდენადაც ამის საშუალება მქონდა, თორემ უკვე ცუდად მხდიდა.

-კარგი რა, ნუ მაცინებ.. რა გინდა, ჩვენი ასაკი ვარკვიოთ თუ უბრალოდ მიმიშვებ და ყველაფერს მოვრჩებით.

-არა, გამოაღე მეორე უჯრა და იქ დადე ეგ ჯანდაბა, სადაც მისი ადგილია. მაცივარში ვერ შეინახავ.

-ღმერთო..-ჩაიბუტბუტა და ამოიოხრა, თუმცა დამნებდა და რაღაც იდიოტობა, არც კი ვიცი რა არის, უჯრაში შეინახა, მერე მაგიდისკენ შეტრიალდა და პარკებიდან დარჩენილი რაღაცების ამოლაგებას შეუდგა. ზედმეტად მშვიდად გამოიყურებოდა, იმას თუ არ გავითვალისწინებთ, რომ წეღან ბოროტი დედინაცვალივით დამყურებდა. მაიგნორებდა და ჩემს არსებობას საერთოდ არ იმჩნევდა და აღარც იმას მეკითხებოდა, რა სად უნდა შეენახა. თუმცა, სანამ საბოლოოდ დავრწმუნდებოდი, რომ გავაღიზიანე და დღეს უკვე მეასედ მოვუხდიდი ბოდიშს ,ისე რომ არც შემოუხედავს, უხმოდ გამომიწოდა ჩემი საყვარელი ფირმის ვაშლის წვენი, რომელიც აშკარად ახლა უყიდია.. ოჰ. ნასიამოვნებმა, რაღაც ჩემთვისვე გაუგებარი ბგერები წარმოვთქვი და ხელები ისე მოვხვიე, თითქოს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი რამ მეჭირა ხელში.. დავინახე ჩემი რეაქციის გამო როგორ გაეცინა, თუმცა, რა თქმა უნდა, წამსვე მოიშორა ღიმილი და თავის საქმეს დაუბრუნდა.

Smoothly EXecuted.  |COMPLETED|Where stories live. Discover now