Strawberry Flavour...

551 55 68
                                    


14

უკვე მეხუთე დღეა წვიმს. ორ კვირიანი მზიანი ამინდის მერე ყველა სასიამოვნო წუთი დამავიწყდა ამის გამო. ისიც დამავიწყდა წვიმა რომ მიყვარდა და ყველაფერი შემზიზღდა ლამის. თუმცა, როგორღაც მაინც ვინარჩუნებდი სიმშვიდეს. თითქმის სამი კვირა გავიდა იმის შემდეგ რაც ევა ჩემს სახლში გადმოვიდა საცხოვრებლად. თითქმის სამი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც თითქოსდა ახალი ცხოვრება დავიწყე. საინტერესო არაფერი მომხდარა. ჩვეულებრივ ვატარებდი დროს, უნივერსიტეტში დავდიოდი, მერე ალექსას ვხვდებოდი, მასთან ერთად ვატარებდი მთელ დღეს, სახლში ვბრუნდებოდი და ვმეცადინეობდი. მერე ისევ იგივე. დასვენების დღეებსაც უღიმღამოდ ვატარებდი, ან ალექსას დავყვებოდი მის მეგობრებთან, ან სახლში ვრჩებოდი და მთელ დღეს საწოლში ვატარებდი, თავის ტკივილი სანამ არ შემაწუხებდა მანამ ვუყურებდი ფილმებს და ოთახიდან მხოლოდ შიმშილის გამო გამოვდიოდი. დადებითი მხოლოდ ის იყო, რომ რამდენიმე ახალი სიმღერა აღმოვაჩინე და ორი თუ სამი სერიალი დავამთავრე.

საბოლოოდ, ჩემი ცხოვრება დიდად არ შეცვლილა, რაც ზედმეტად მახარებდა, იმიტომ რომ რადიკალური ცვლილებებისთვის მზად არ ვყოფილვარ. რა თქმა უნდა, რაღაც უცნაური შეგრძნება მაინც მქონდა, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი. ამ სამი კვირის განმავლობაში მე და ევა თითქმის ვერ ვხედავდით ერთმანეთს, ძირითადად იმის გამო რომ ჩვენი ლექციები ერთმანეთს არ ემთხვეოდა, ან ჩემზე ადრე დგებოდა და სახლიდანაც მალე მიდიოდა, საღამოობით კი სადღაც იყო გასული, ან მეცადინეობდა, ან აივანზე კითხულობდა, ან სადმე მიეძინებოდა. მოკლედ, მრავალფეროვანი საღამოები აქვს ხოლმე. ჩვენი სამკვირიანი თანაცხოვრების მანძილზე რაც მასზე გავიგე ისაა, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაეძინოს თუ კომფორტულად მოთავსდა, რის გამოც ზედმეტად საყვარელია. არ ვიცი რატომ, მაგრამ ასეთ დროს რომ ვხედავ სულ კატას ვადარებ და ჩემი ფიქრები რომ ესმოდეს ალბათ იდიოტად ჩამთვლიდა. სახლში ერთმანეთს იშვიათად 'ვიმჩნევდით', უბრალოდ დილით ვესალმებით და საღამოს ვემშვიდობებით, თუ დაწოლამდე ვხედავ. არც თვითონ აინტერესებს ჩემი ცხოვრება და დამეგობრება ან დაახლოებაც არ გვიცდია. სულ სამჯერ დავლიეთ ერთად ყავა და რამდენჯერმე ვისაუზმეთ, ოჰ და, ჰარი პოტერს ვუყურეთ ერთად, როცა კვირას საღამოს რომელიღაც არხზე ვიპოვეთ. მოკლედ უბრალოდ ვცხოვრობთ.

Smoothly EXecuted.  |COMPLETED|Where stories live. Discover now