"East or west, home's best"

541 47 70
                                    


23

საღამოს წამოსვლა ცუდი იდეა იყო. თან კარგი. ან ორივე. ცუდი ის იყო, რომ უკვე საკმაოდ გვიან იყო, ჩვენ კი ევას სახლამდე სადღაც ერთი საათის გზა გვაშორებდა. კარგი ის იყო რომ ევასთან ერთად მგზავრობა საოცრად სასიამოვნო იყო. ყველაფერს ვფიცავ, ასე კომფორტულად არასდროს მიმგზავრია, ადამთანაც კი არა. ყველგან მიჩერებდა სადაც მინდოდა, სურათებს მიღებდა, თუ სადმე ყოფნა მომეწონებოდა, თვითონაც მთავაზობდა რაღაც ადგილებს და მერე გადაღებულ ფოტოებს ისე ათვალიერებდა თითქოს თვითონ იქ არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე საათი ვმგზავრობდით და წამოსვლის წინაც ვისადილეთ, გზად რაღაც ზედმეტად მშვენიერ ადგილას გააჩერა და ხმამაღლა მითხრა, არ მადარდებს თუ არ გშია, მე აქ უნდა ვჭამოო. ნუ, კი გამიკვირდა, მაგრამ მერე მითხრა რომ მისი ერთ-ერთი ფავორიტი ადგილი იყო. ოჰ, მართლა, ძლივს გადავაფიქრებინე ლუდის დალევა, ეკიდა რომ საჭესთან იყო, მხოლოდ იმის გამო გადაიფიქრა, რომ ვუთხარი ლუდის გემო თუ ექნებოდა არ ვაკოცებდი. ჯერ შემომიბღვირა, მაგრამ მერე თვალები გადაატრიალა და ბოლოს დამთანხმდა. პროგრესი იყო, ასე მარტივად არასდროს მემორჩილებოდა.

სასიამოვნო იყო ისიც, რომ ღამით ვმგზავრობდით, სიმშვიდე იყო, ხელოვნური განათება ყველაფერს კიდევ უფრო განსხვავებულ ხიბლს სძენდა. სასიამოვნო იყო ის ნაზი მელოდიაც, რომელიც ევას ჰქონდა ჩართული და მისი ღიღინიც.

დარჩენილი გზა სრულიად გათიშულმა გავატარე. ხმის ამოღებაც მეზარებოდა ისე დავიღალე და ამის გამო ევა დამცინოდა, თუმცა მგზავრობა მანადგურებს და ვერაფერს ვამბობდი. თვალებს ძლივს ვახელდი, მაგრამ დაძინებასაც ვერ ვახერხებდი. იმაზე ვფიქრობდი ადამისთვის დამერეკა, რომ წავეყვანე თუ რაიმე სხვა მომეფიქრებინა, თუმცა უკვე შუაღამე იყო თითქმის და სამსაათიანი გზა გაგვიორმაგდა ჩვენი სისულელეების გამო. და, მგონი ერთადერთი რასაც ამ დროს ვიპოვნიდი ტაქსი იქნებოდა..

Smoothly EXecuted.  |COMPLETED|Where stories live. Discover now