The wing of imagination

568 47 65
                                    

21

არ ვიცი ცხრა საათზე რატომ მეღვიძება, მე თვითონ მიკვირს წუხანდელი ღამის მერე როგორ შევძელი, მაგრამ სიშიშვლის გამო არაკომფორტულად ვიყავი და ადგომა ვამჯობინე, ძილის გაგრძელებას. თუმცა თავი ისე მტკიოდა, სწრაფად ვინანე. ისე ვიყავი, მეგონა ყოველ მოქმედებაზე გული ამერეოდა. საოცარი ის იყო, როცა მივხვდი ჩემს ოთახში არ ვიყავი, მერე საკუთარ სხეულს დავაკვირდი და ყველაფერი გამახსენდა რაც გუშინ მოხდა. სხეულში ჟრუანტელმა დამიარა და ვფიცავ, ევას თითოეული შეხება დამიდგა თვალწინ. ზოგადად დალევის მერე ყველაფერი მავიწყდება, მაგრამ აშკარად გამონაკლისად დარჩა წუხანდელი ღამე. ჩემს ტანსაცმელს იატაკზე ვეძებდი, თუმცა კომოდზე ვიპოვე საყვარლად დაკეცილი. ოჰ, კიდევ ერთი აღმოჩენა.. სად ჯანდაბაშია ევა?

ამოვიოხრე და მაისური გადავიცვი. ვიფიქრე პირდაპირ აბაზანაში შევიდოდი, ასე რომ სხვა აღარაფერი ჩამიცვამს და ოთახიდან გამოვედი. მისაღებში სიჩუმე იყო, არც აბაზანიდან გამოდიოდა ხმა, ასე რომ ვიფიქრე აივანზე იქნებოდა ევა, თუმცა ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული სამზარეულოდან რომ გამოვიდა და იქვე კარს მიეყრდნო. უხმოდ მიყურებდა, მკერდთან გადაჯვარედინებული ხელებით.

-ასე ადრე არ დგები ხოლმე..-მაშინვე ვუთხარი, თანაც ისე რომ აშკარად ვერ დავმალე წყენა. წამით დაიბნა, ვერ გაიგო რა მივახალე, მაგრამ ისე ამოისუნთქა, მგონი გაიგო.

-დილა მშვიდობისა, -მშვიდად მეუბნება, მე კი თვალებს ვატრიალებ და არაფერს ვპასუხობ.-გამებუტე?

შევუბღვირე, რის გამოც ოდნავ გაეღიმა და წამიერად იატაკს დახედა, თუმცა მერე ისევ ჩემზე გადმოიტანა მზერა და წარბები აწკიპა, როცა ოდნავ აწეული მაისური ქვევით დავქაჩე. ირონიული მზერა ჰქონდა, თითქოს გულიანად უნდოდა გაცინება.

-სხეულს ფარავ ნორა?-გესლიანი ღიმილით მეკითხება, რაც სურვილს მიჩენს რომ რამე ჩავარტყა, მაგრამ ამ კითხვასაც ვაიგნორებ.

Smoothly EXecuted.  |COMPLETED|Where stories live. Discover now