Didn't we almost have it all?

955 56 96
                                    

27-28

მისი მზერა ვერაფერს მეუბნებოდა. ჯერ კიდევ დაბნეული მიყურებდა და არ ვიცოდი ეს რისი ნიშანი იყო, უნდა მეთქვა ის, რასაც ვგრძნობდი, თუ ჯობდა მომეკეტა.
ბოლოს ისევ ვამჯობინე ხმა ამომეღო.
ნებისმიერ ფასად.
-არ ვიცი ჩვენი ურთიერთობა როგორია, რა ჰქვია. ზოგჯერ მეგობრები ვართ, ზოგჯერ უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ მეგობრები, ზოგჯერ კი შენთვის უცხო ადამიანუ ვხდები, ვერ მამჩნევ, არ გადარდებ, მეორე წამს კი ჩემზე ისე ზრუნავ, თოთქოს შენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ვარ.. განსაკუთრებული.. მეორე წამს კი ისე მელაპარაკები თითქოს არაფერს წარმოვადგენ. ყურადღებას მხოლოდ მაშინ მაქცევ, როცა ამის ხასიათზე ხარ და სურვილი გაქვს, ჩემი გრძნობები კია რც გადარდებს. მაგრამ მაინც, უბრალო, დაუფიქრებელი საქციელითაც შეგიძლია ყველაფერს დამავიწყო. მაგრამ დავიღალე იცი? ამდენი გაურკვევლობის ატანა არ შემიძლია. არ შემიძლია ასე მარტივად შევეგუო ყოველ დღე შენს ცვლილებას, ვერც ასეთ არეულ ურთიერთობას ვუძლებ, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერს თავისი ადგილი და სახელი აქვს.. ასე იყო, უფრო სწორად, სანამ შენ გამოჩნდებოდი. სამწუხაროა, რომ იმის შემჩნევა არ შეგიძლია, შენ გამო რომ შევიცვალე. იცი, ზოგადად რთული შესამჩნევია როდის გიჩნდება გრძნობები, მაგრამ თანდათან მაინც ხვდები. იცი რომ გიყვარს, როცა მის გამო სახეზე უნებლიე, უკონტროლო ღიმილი გიჩნდება, გსიამოვნებს, როცა მის გამო რაიმეს აკეთებ, მასზე ზრუნავ ან დარდობ. ყველაფრად გიღირს მასთან რამდენიმე წუთიანი საუბარი, მისი ხმის მოსმენა. მისი წამიერი შეხებაც კი გულს გიჩქარებს. კიდევ უფრო გიყვარდება, მაშინ როცა მასთან თავს კომფორტულად გრძნობ, მის გვერდით მშვიდდები, ისვენებ, ლაღად საუბრობ და საკუთარი თავი ხარ. მთელი სახე ბედნიერებისგან გაქვს განათებული მასთან ყოფნისას, ზოგჯერ ხმას არ იღებთ მაგრამ ერთმანეთს უყურებთ და იღიმით. სწორედ ასეთ მომენტებში იაზრებ რომ გიყვარს.

Smoothly EXecuted.  |COMPLETED|Where stories live. Discover now