Divinely seductive

833 47 72
                                    

20

მხოლოდ რამდენიმე ჭიქა დამჭირდა ჩემი სახელის დასავიწყებლად. არ ვიცოდი სად ვიყავით, არც ის ვიცოდი რას ვაკეთებდით ან მერამდენე ბოთლს ვცლიდით, მხოლოდ ის ვიცოდი რომ აქ ყოფნა მომწონდა, ბანძი მუსიკის მიუხედავად. ყველა უაზრობაზე ვცეკვავდი, რაც კი ამ საათების განმავლობაში ჩაირთო და ევასაც ვტანჯავდი, იმის გამო, რომ მის გარეშე ნაბიჯსაც ვერ ვდგამდი, ასე რომ თვითონ უწევდა ჩემი თრევა. წინააღმდეგობა არ გაუწევია, მეტიც, ეცინებოდა კიდეც ჩემზე და მიუხედავად იმისა, რომ ცეკვაში არ მყვებოდა, მარტოც არ მტოვებდა.. შეღავათია, ნამდვილად.

როცა ვსვამ აღვირახსნილი ვხდები. მართლა. ყველანაირი თავშეკავება მიქრება, არც არაფერი მაკავებს, რომ ნებისმიერს არ ჩავუწვე საწოლში, ან შიშველმა არ ვიცეკვო... მოკლედ იმ ყველაფერს გავაკეთებ, რაც სიფხიზლისას შემზარავდა და გულს ამირევდა, ასე რომ ან არ ვსვამ, ან მხოლოდ ერთ ჭიქას.. თუ, რა თქმა უნდა, ვინმე ისეთი არ მახლავს, ვინც შერცხვენისგან დამიცავს. სამწუხაროდ, დღეს დარწმუნებული ვიყავი, რომ ევა საშინელების ჩადენის საშუალებას არ მომცემდა, მეც ამიტომ გავილეწე.

ჩემი თავშეკავება და სირცხვილი საერთოდ გაქრა, დროის გასვლასთან ერთად. სწორედ ამიტომ ვიყავი ახლა ევას კისერზე ჩამოკიდებული, თავხედურად ვუღიმოდი და მის გარშემო ისე ვირხეოდი, რომ ნებისმიერი ბიჭი მის ადგილას სადმე ბნელ კუთხეში შემათრევდა, მაგრამ ის ძალიან მშვიდად იტანდა ჩემს ქცევას.
ხელები წელზე ჰქონდა მოხვეული და თან დაცემისგან მიცავდა, თან მასთან ახლოს მაკავებდა. ზედმეტად საყვარელი იყო ასეთ დროს.. i mean.. ვის არ უხდება მზრუნველობა, მაგრამ ეს ხომ ევაა..
თვალები გადაატრიალა, როცა ცხვირზე ვაკოცე, თუმცა ღიმილი მაინც ვერ შეიკავა, რაც ძალიან მომწონდა. იშვიათად იყო ასეთი თბილი, ძირითადად 'მკიდიხარ' მზერით მაკმაყოფილებდა, ასე რომ ჩემი მთვრალი გული ახლა ისე სწრაფად ცემდა, რომ მეგონა ცუდად გამხდიდა.

Smoothly EXecuted.  |COMPLETED|Where stories live. Discover now