Perfect Storm

502 51 41
                                    

7

-დიდად არასდროს მომწონდა,-დუდუნებს და ტუჩებს ჩვეულად ბუშტავს. თითებს შორის მოქცეულ სიგარეტს ტუჩებს აშორებს, ცოტა ხნით შეშდება და მერე მხოლოდ წამიერად მიყურებს.-მაგრამ ამჯერად შენც დამნაშავე ხარ.

-ვიცი ადამ,-ვოხრავ.-არ მითქვამს არ ვარ-მეთქი, უბრალოდ მინდოდა შენგან მომესმინა. შენ გარეშე ვერ ვიაზრებ ხოლმე სად ვუშვებ შეცდომებს.

-არაუშავს. უბრალოდ შეეცადე, როცა რამეს გაწყენინებს უთხრა და აუხსნა რომ გაბრაზებული ხარ და მაშინ არ დაადო, როცა.. ჰმ..-ცხვირს იჭმუხნის და ცდილობს მისი ბოთე ხასიათი დამალოს.-ხომ ხვდები. მის ადგილას მეც გავბრაზდებოდი. ხომ არ დაესიზმრებოდა რომ ნაწყენი იყავი. საერთოდაც, მთვრალი იყო და წვეულებიდან იმის გამო დაბრუნდა, რომ მოენატრე. ნორა, ამაზე მეტს ალექსანდრასნაირი ადამიანი ვერ გეტყვის. ის შედარებით..-ცდილობს სწორი სიტყვა შეარჩიოს და გმინავს.- ნაკლებად ემოციურია.

-მესმის.-ვჩურჩულებ და მასსავით ჰორიზონტს გავყურებ, მიუხედავად იმისა, რომ მირჩევნია მას ვუყურებდე.

-საშუალება მიეცი გამოასწოროს თავისი საქციელი.-ისევ ხმადაბლა მეუბნება, თითქოს ცდილობს ზედმეტად არ დაარღვიოს ის სიმშვიდე რაც გარშემოა გამეფებული.-კარგად ხარ?

-ჰო. მაპატიე, რომ ასე შეგაშინე.

-ნუ სულელობ ნორა,-გაიღიმა.-მაინც ვაპირებდი ამ დღეებში შენთან ჩამოსვლას. დარწმუნებული ვიყავი, რომ რაღაცას აურევდი. ყოველთის ასეა, მხოლოდ რამდენიმე თვე შეგიძლია მშვიდად იყო. თან, შენი სახლის მეპატრონე საყვარელივით ყოველ ღამით მირეკავდა შენ გამო. ბოლოს ვიფიქრე ნომერს დავუბლოკავდი, მაგრამ კარგი ბიჭი ვარ.

-შენი ბრალია,-ჩავიცინე,-არ უნდა გეთქვა თქვენ გაბარებთო. პატარა ბავშვი არ ვარ, რომელსაც მეზობლთან ტოვებენ.

-ვიცი, მაგრამ მშვიდად ყოფნა მინდოდა. არ მეგონა ასე სერიოზულად თუ მიიღებდა ამ 'დავალებას'.

Smoothly EXecuted.  |COMPLETED|Where stories live. Discover now