All These LITTLE Things..

566 49 53
                                    

22

უნივერსიტეტის დამთავრების პირას ვიყავი. დამთავრების პირას კი არა.. მხოლოდ რამდენიმე ფინალური გამოცდაღა მქონდა დარჩენილი და ყველაფერი დამთავრდებოდა. არ ვიცოდი რას განვიცდიდი. მართლა. მშურდა ჩემ გარშემო მყოფი ადამიანების, რომლებიც ემოციურად შეხვდნენ ამ დღეებს, თვალებაცრემლებული, იმის მოლოდინში თუ როდის აყრიდნენ ჰაერში ქუდებს. მართლა მშურდა იმის, რომ ასეთ წვრილმანებზე ფიქრი აბედნიერებდათ ან საერთოდ რაიმეს ნიშნავდა მათთვის ეს გამოშვების საღამო, წარმოსათქმელი სამადლობელი სიტყვა და ათასი სისულელე. არადა, არ მესმოდა მათი და სადღაც ვაღიარებდი კიდეც რომ არც ერთი კურსელი არ მომწონდა. ისეთი ცარიელი ვუყურებდი ყველას, რომ ალბათ დიდ ნეგატიურ არსებას ვგავდი სხვების თვალში. რამდენიმე წვეულების ორგანიზატორი შემხვდა, ჩემი სახელიც არ იცოდნენ, მაგრამ რატომღაც ჩათვალეს რომ წასვლას მოვინდომებდი და მაიძულეს მეფიქრა რის ან ვის ფორმაში გამოწყობილი მივიდოდი მათ საღამოებზე. ისეთი საცოდავი ღიმილით ვუპასუხე არ ვიცი-მეთქი, არჩევა არ დაუძალებიათ, მერე გადაწყვიტეო მომახალეს. მოკლედ, მაგარი იყო.

ერთადერთი რაც ამ ფუსფუსში შემეძლო მეკეთებინა, ჩემი საყვარელი ლექტორის, მერილის, აუდიტორიაში შეპარვა და მასთან ჭორაობა იყო. ჩემი საყვარელი ფუმფულა ქალბატონი საოცრად დატკბა ამ ბოლო თვეში, იცოდა, რომ დიდი ალბათობით პორტლენდს მოვშორდებოდი და ვეღარ მნახავდა, ასე რომ, თავისი მოჩვენებითი სიფიცხეც მოიშორა და რჩევა-დარიგებებით გამავსო. თან გამაფრთხილა თუ ოდესმე სადმე შეგხვდები და აღმოვაჩენ რომ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, მოგკლავო.

სასაცილოდ ჟღერს, თუმცა მერილის ეს სიტყვები იმაზე მეტს ნიშნავდა ჩემთვის, ვიდრე საერთოდ ყველაფერი ამ ქვეყნად. არ ვიცი რატომ ფიქრობდა რომ ჩვეულებრივი მოკვდავი არ ვარ და რაიმე განსაკუთრებული მაქვს, მაგრამ მე ბედნიერი ვიყავი.

Smoothly EXecuted.  |COMPLETED|Where stories live. Discover now