that's all

507 53 42
                                    


8

-გამარჯობა?-ჩემი მისალმება კითხვასავით ისმის, თუმცა მგონი არავის უკვირს და ზედმეტად არც იმჩნევენ. კართან ახლოს ვდგები და ჩემს ძმას წარბებს მაღლა ვუწევ, თუმცა ის უბრალოდ ქვედა ტუჩს ატრიალებს იმის ნიშნად, რომ თვითონაც არაფერი იცის და იღიმის.
-გამარჯობა ძვირფასო,-აფერისტული ღიმილით მესალმება სელმა და მხარზე მეფერება. მინდა უკან დავიხიო, თუმცა თავს ვიკავებ და ვითმენ. არა.. ხომ ვიცი რომ ზოგადად კარგი ადამიანია.. მაგრამ ამ მომენტში მინდა რაღაც ჩავარტყა.
-შემობრძანდით..-თითქმის ვჩურჩულებ და ხელით სახლისკენ ვანიშნებ. ჩემი უზრდელი ძმა რომ უკან იხევს, სელმა ხითხითებს და შედის, თუმცა ევა ისეთი მზერით მიყურებს, რომ ვხვდები ჯერ მე უნდა შევიდე და აზრი არ აქვს გამეორებას. ასეც ვიქცევი და ამის გამო უკნიდან მისი ჩაცინების ხმაც მესმის, თუმცა ვაიგნორებ და როცა შემოდის კარს ვკეტავ.

-რა ჯანდაბა ხდება?-ვეკითხები, თუმცა ის უბრალოდ მხრებს იჩეჩს. ჰმ.
-მეც არაფერი ვიცი.-მშვიდად მპასუხობს და თითქოს მართლა არც არაფერი ხდებოდეს, ისე მიდის მისაღებისკენ, სადაც სელმას უკვე გამოეჭირა ადამი და მთელი ქვეყნის შესახებ უყვებოდა ჭორებს.. საწყალი.

რამდენიმე წამით უაზროდ ვდგავარ შემოსასვლელში და შორიდან ვაკვირდები მათ, თუმცა მერე ვხვდები, რომ ასე პასუხებს ვერ მივიღებ და ოთახში შევდივარ. რა ჭჯვიანი ვარ, პირდაპი ვოცდები.
ევა, რომელიც სელმას გვერდით მოკალათებულიყო, ოდნავ უხერხულად გამოიყურებოდა, ალბათ იმის გამო რომ ასეთ სიტუაციაში მოხვდა და ამით ნამდვილად ვხალისობდი.
ადამის გვერდით რომ ჩამოვჯექი, მხოლოდ მაშინ გამახსენდა, ადამიანებს რამე რომ უნდა შესთავაზო, როცა სტუმრად არიან, თუმცა ვაღიარებ დაბნეული ვარ და მეპატიება.

-ყავას ან ჩაის ხომ არ მიირთმევთ?-ვკითხულობ, თუმცა ჩემი მზერა ევასკენაა მიმართული და სულ არ მადარდებს სელმას ან ადამს რამე უნდათ თუ არა.
-არა საყვარელო, სულ ორი წუთით ვართ მოსული.-მაშინვე მპასუხობს სელმა და ევაც ამრეზით უქნევს თავს. აგჰ.
-ოჰ.. რა თქმა უნდა. გისმენთ.-გახარებული ვნებდები, იმიტომ რომ ზედმეტად მეზარება ახლა რამის გაკეთება.
-გამიხარდა აქ რომ დამხვდი ადამ, ახლა უკეთ გავარკვევ ყველაფერს..-საზიზღარი კისკისით წარმოთქვამს სელმა, რის გამოც ჩემი ძმა შეძრწუნებულ სახეს იღებს და აშკარა ცდის მიუხედავად ვერ ფარავს მას და როგორც ჩანს, ვერც ევა მოიხიბლა დიდად ამ ხმით, მისი შეწუხებული ღიმილით თუ ვიმსჯელებთ... ალბათ მე უკვე შევეჩვიე..

Smoothly EXecuted.  |COMPLETED|Where stories live. Discover now