She's killin me

637 55 65
                                    


18

სულ რამდენიმე წუთიც არ იქნებოდა სახლიდან რომ გამოვედი, მაგრამ მაინც ვერ დავინახე საით წავიდა ევა. თუმცა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ახლა მხოლოდ სახლში მისვლის თავი ექნებოდა.. ნუ, თუ სადმე გამოთრობას არ აპირებდა.. თუმცა არ მგონია, იმიტომ რომ, იმ დროის განმავლობაში რაც ვიცნობ, მხოლოდ რამდენჯერმე ვნახე ნასვამი და საკუთარი თავი არასდროს დაუკარგავს. ავტობუსის ნერვები არ მქონდა, ასე რომ სახლამდე ტაქსით მივედი, ლიფტისთვისაც ზედმეტად ცუდად ვიყავი, ასე რომ კიბით ავედი და როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მხოლოდ მესამე ცდისას შევძელი გასაღები მომერგო კლიტეზე და როგორც იქნა სახლში შევედი. მაშინვე ამოვისუნთქე, რადგან შესასვლელში ევას ფეხსაცმელი დავინახე და ახლა უკვე ნამდვილად ვიცოდი, რომ სახლში იყო და ჩემთვისვე გასაოცრად, მალევე თვითონაც დავლანდე, მის ოთახში. კარი ღია ჰქონდა და იცვლიდა.. როგორც ჩანს, თვითონაც ახლა მოვიდა. მხოლოდ მაშინ მივუახლოვდი მის ოთახს, როცა მაისური გადაიცვა, რომელიც ბარძაყებამდე ძლივს სწვდებოდა და საჯდომს სულ ოდნავ უფარავდა.

-ევა..-იმდენად ხმადაბლა დავუძახე, რომ ვიფიქრე ვერც გაიგონებს-მეთქი, მაგრამ ოდნავ შეკრთა და სანამ შემოტრიალდებოდა, შევამჩნიე, რომ ხელით თვალები შეიმშრალა და გული ამიჩქარდა. ღმერთო.. იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება ეტირა, თან მაოცებდა და თან საოცრად მტკენდა.. არც კი ვიცი რატომ არ მიფიქრია არასდროს იმაზე, რომ ევასაც შეიძლებოდა ჰქონოდა გრძნობები და ტირილი შესძლებოდა.. მაგრამ ახლა ჩემ წინ იდგა, ნელა შემოტრიალდა და მიყურებდა, მისი ამღვრეული თვალები კი მხოლოდ იმის ნიშანი იყო, რომ ალექსანდრა მისთვის მტკივნეულ თემას შეეხო.

არც მიფიქრია იმაზე ახლა რა სჭირდებოდა ევას, მარტო ყოფნა, სივრცე თუ ლაპარაკი. თანაგრძნობის გამოხატვა არასდროს გამომდიოდა და არც სწორად შემეძლო სიტყვების შერჩევა, ასე რომ ის გავაკეთე, რაც პირველი მომივიდა გონებაში. სწრაფად გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი მისკენ და ისე მოვექეცი მის მკლავებში, არც მას და არც საკუთარ თავს ვაცადე იმაზე ფიქრი, ამას რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა. თუმცა არ მადარდებდა. ასე ახლოს პირველად ვიყავი მასთან, ფაქტობრივად მის სხეულს ვეკვროდი და იმის გამო რომ ჩემზე მაღალი იყო, მისი სუნთქვა სახეზე მეცემოდა. თუმცა, როცა სახე მის კისერში ჩავმალე, წამით სუნთქვა საერთოდ შეწყვიტა, რის გამოც ოდნავ დავიბენი, მაგრამ არ შევიმჩნიე და უფრო მჭიდროდ მოვეხვიე, ისევე როგორც თვითონ.

Smoothly EXecuted.  |COMPLETED|Where stories live. Discover now