505

553 53 63
                                    

11

ახლადშეკრეჭილ ბალახზე ვისხედით. უფრო სწორად, მე ევას მოცემულ სავარჯიშო რვეულზე ვიჯექი, რადგან გადაწყვიტა, რომ ბალახი ჩემს ღია ფერის ჯინსს გააფუჭებდა, თვითონ კი სულ არ ადარდებდა არაფერი ისე წამოწვა და თავქვეშ თავისი ჩანთა დაიდო. მეღიმებოდა, როცა მის უდარდელ სახეს ვაკვირდებოდი. საყვარლად გამოიყურებოდა. მშვიდად. სახეზე სხივები ლამაზად ეფინებოდა და ისედაც მშვენიერს, საერთოდ ულამაზესს ხდიდა. რაღაცაზე ფიქრობდა, როგორც ყოველთვის, თუმცა წარმოდგენა არ მქონდა რა შეიძლებოდა ყოფილიყო იმ წამს მის თავში.

დიდხნიანი უაზრო ამინდების შემდეგ, სასიამოვნო იყო ასეთი სითბო. კარგ ხასიათზე მაყენებდა და რამდენჯერმე უმიზეზოდაც გამეღიმა.

-გადაწყვეტილება მიიღე?-ხმადაბლა ვეკითხები ევას და ფიქრს ვაწყვეტინებ. რამდენიმე წამით არ მპასუხობს, მერე მზერა ზანტად გადმოაქვს ჩემზე და წარბებს კრავს. ხელს თვალებზე იფარებს მზის გამო და ოხრავს.

-ჯერ არა. რომ გადამეწყვიტა პირველს შენ გეტყოდი.

-.. კარგი?-ჩემი პასუხი კითხვასავით ისმის, მაგრამ ვის ადარდებს..-ის ოთახი მაინც მზადაა, ასე რომ თუ მოგინდება გაფრთხილება საჭირო არაა.

-ვიცი.-აშკარა თვითკმაყოფილებით იღიმის და მინდება ტუჩებზე მწარედ მივარტყა ამის გამო. ცოტა ხნით ჩუმდება და ისე მაკვირდება, რის გამოც უხერხულად ვარ და ლამის ხელები ავიფარო სახეზე.

-აქ საიდან გადმოხვედი?-ვეკითხები, იმისთვის რომ ცოტათი მაინც მომარიდოს მზერა და დამელაპარაკოს.

-მანჩესტერიდან.

-ოჰ... მახსოვდა რომ მამაშენი გერმანელი იყო. ალექსამ ახსენა..

-კი, თუმცა, მგონი ოც წელზე მეტია იქ აღარ ყოფილა.

-ნაცნობი სიტუაციაა,-ხმადაბლა ვამბობ.- ჩემმა ოჯახმაც დიდი ხნის წინ დატოვა შოტლანდია და არამგონია ოდესმე იქ დაბრუნება მოინდომონ.

Smoothly EXecuted.  |COMPLETED|Where stories live. Discover now