It only gets much worse

576 58 57
                                    

6

მობილურს რომ დავხედე, უკვე სამი საათი იყო, არადა ლამის შუაღამის შემდეგ ვცდილობ დავიძინო, მაგრამ უშედეგოდ. საწოლზე ვიწექი და საშუალებას ვაძლევდი საკუთარ თავს წარმომედგინა უამრავი სცენარი, რომლებიც აშკარად მტკენდნენ, მაგრამ ვერ ვეწინააღმდეგებოდი. ვფიქრობდი იმ რაღაცებზე, რაც ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო და ისეთი უაზრო ემოციებით ვივსებოდი, რომლებიც ნელ-ნელა, მაგრამ მტანჯველად მანადგურებდნენ. გაჩერება არ შემეძლო. ისე მძიმედ მიცემდა გული, რომ უკვე ატანა აღარ შემეძლო, ათასჯერ გადავტრიალდი, რომ ისე დავწყოლილიყავი, მისი ხმაური და მოძრაობა რომ აღარ მეგრძნო, მაგრამ არ გამომდიოდა. ყველანაირად ვგრძნობდი მის მძიმე და აუტანელ ცემას. ამ ყველაფერს საშინელი თავის ტკივილი დაემატა, რომელიც უკვე ქრონიკული გამიხდა.

საკუთარი თავი მეზიზღება. ზოგადად, ეს გრძნობა არასდროს მტოვებს ხოლმე, მაგრამ ახლა, როცა ასეთი ემოციური ვარ, უფრო ძალიან მეძალება და ვხვდები, რომ ასე ტყუილად არ ხდება. თან ვგრძნობ რომ უბრალო რაღაცის გამო სისულელეა ასეთი რეაქციის ქონა, მაგრამ თან იმავეს ვაგრძელებ და საკუთარ თავს ვტანჯავ.

ყოველთვის ასე ხდებოდა ჩემს თავს. თუნდაც მანამ, სანამ ალექსანდრას შევხვდებოდი.

როცა საბოლოოდ მივხვდი, რომ ვერ დავიძინებდი, წამოვდექი, ხალათი მოვიცვი და ოთახიდან გამოვედი. წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა მეკეთებინა, მაგრამ ის ვიცოდი, რომ ცივი წყალი მინდოდა, თან ძალიან. ონკანი გავხსენი და თაროდან ჭიქა ჩამოვიღე, მერე კი რამდენიმე წუთით დაველოდე, სანამ არ გაცივდა და მერე ავავსე. მხოლოდ ახლა შევამჩნიე, რომ წვიმდა.

მიყვარს როცა ღამით წვიმს. ისეთ შეგრძნებას მიტოვებს თითქოს ამ დროს მთელი დღის განმავლობაში დაგროვილ სიბინძურეს იშორებს ბუნება და მასთან ერთად მეც ბედნიერი ვარ. მელანქოლიურ სიმშვიდეს ქმნის და დაცარიელებულ სულში ისე უცხოდ გიძვრება, თითქოს შენი დაპატრონება უნდა, მაგრამ მაინც სასიამოვნო სითბოთი გავსებს. დილით კი, ჯერ კიდევ სველ გზაზე სიარული და წვიმის დამახასიათებელი სურნელი ერთად საოცრად მოქმედებს ხოლმე. თითქოს სიახლეს გთავაზობს, თითქოს უნდა, რომ გამოგაცოცხლოს და შენში მაინც დაინახოს ის იმ იმედის ნაპერწკალი, რომელსაც დიდი ხანია კაცობრიობაში ეძებს და ვეღარ ხედავს.

Smoothly EXecuted.  |COMPLETED|Où les histoires vivent. Découvrez maintenant