Oh fuck..

693 51 97
                                    


17

ისეთი მშვიდი საღამო იყო, რომ რამდენიმე საათი ვიჯექი აივანზე და არ მომბეზრებია. ოდნავ გრილი ქარი ქროდა. საღამოობით ჯერ ისევ ციოდა, მაგრამ ამ ბოლოს კარგი ამინდები იყო, რაც ზედმეტად მახარებდა, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის გარდა თითქმის არსად დავდიოდი. მართალია თანდათან არაადამიანური ფერი მედებოდა და აშკარად ავადმყოფს ვემსგავსებოდი, მაგრამ წამლების დალევა მაინც მავიწყდებოდა და არც გარეთ გასვლას ვაძალებდი საკუთარ თავს, ასე რომ თითქმის ყოველ დღე მიწევდა ადამის ლანძღვის ატანა. ბოლოს იმდენს მიაღწია, რომ ევაც მეკითხებოდა წამლებზე, თუმცა მაინც.

იმ დღის მერე, რაც ევას და მისი მეგობრების კლუბში აღმოვჩნდი, მე და ევა აშკარად უფრო დავახლოვდით, მაგრამ ჩემთვის მაინც ისევ ისეთ ამოცანად რჩებოდა, როგორც აქამდე და დაახლოებაშიც მხოლოდ იმას ვგულისხმობ, რომ შედარებით მეტს საუბრობდა ვიდრე აქამდე. უბრალოდ ის იყო, რომ ზედმეტად მომწონდა, როგორ შეეძლო ნებისმიერ თემაზე საუბარი და რაც მთავარია, ჩემი მოსმენა. ძირითადად, ჩვენი აზრები ემთხვეოდა, თუმცა იყო ისეთი საკითხებიც, რასაც ჩემსავით არ აღიქვამდა. ემოციებს თითქმის არასდროს გამოხატავდა და საუბრისასაც იკავებდა თავს იმისგან, რომ რაიმე ეთქვა მის გრძნობებზე, მხოლოდ ის იყო, რომ დაკვირვებისას შეიძლებოდა შემემჩნია რაიმე მისთვის მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი. თუნდაც ის, რომ შეეძლო მთელი დღის განმავლობაში დაეიგნორებინა ჩემი არსებობა, მაგრამ თუ დივანზე ჩამეძინებოდა, ყოველთვის მაფარებდა რაიმეს. აივანზე ყოფნისას ან რამდენიმე საათიანი მეცადინეობის მერე, ჩემთვის ყავა მოჰქონდა, თუმცა თავს იმით იმართლებდა, რომ მეც მსგავსად ვიქცეოდი. ბოლო დროს ისიც დასჩემდა, რომ უნივერსიტეტიდან დაბრუნების მერე ორივესთვის წვენი მოჰქონდა, ნუ, რა თქმა უნდა, არასდროს ავიწყდებოდა რომელი უნდა ეყიდა. ზოგჯერ საყიდლებზე ერთად მივდიოდით, ასე რომ, აშკარად ამახსოვრდებოდა ყველაფერი, რაც მე მომწონდა. ყველაზე მეტად რაც მიხაროდა, ის იყო რომ რეპეტიციებზე მასთან ერთად დავყავდი, თუ დაღლილი არ ვიყავი. მართალია მილას და ერთი გოგოს გარდა არც ერთს არ მოვწონდი დიდად მისი მეგობრებიდან, მაგრამ არაუშავს, შეჩვეული ვარ.

Smoothly EXecuted.  |COMPLETED|Where stories live. Discover now