Okay..

463 47 90
                                    


13

-ვწუხვარ, რომ ამ ყველაფრის გამო, არ მეგონა ასეთი რეაქცია თუ ექნებოდა და ამ დღეების განმავლობაში არც მინახავს, რომ გამეფრთხილებინა.. -ჩუმად ვეუბნები ევას, როცა ცოტა ხანი გადის და ჩვენ ჯერ კიდევ უმოქმედოდ ვდგავართ მისაღებში. ალექსას წასვლის შემდეგ მხოლოდ კარის ჩაკეტვა მოვახერხე, ხმა კი არც ერთს ამოგვიღია.
-არაუშავს, ტყუილად მიხსნი, შენი ბრალი არაა.-მხრებს იჩეჩავს და მსუბუქად ოხრავს.
-მჰმ, არ ვიცი.. ახლა აზრიც არ აქვს.. -უაზროდ ვპასუხობ და ტუჩს ვკბენ.
-ჰო, არ აქვს. და, სანამ იმის გამო დაიდანაშაულებ თავს რომ შენი შეყვარებულია და ეს დრამა მან დადგა, უბრალოდ გაიხსენე რომ ჩემი დაცაა და მოგეშვება.-მშვიდად მეუბნება და თვალს მიკრავს, მერე კი, აწ უკვე თავისი ოთახისკენ მიდის, თუმცა სანამ კარს შეაღებდეს ტრიალდება და სერიოზული სახით მაჩერდება.-ჩემთან ერთად ცხოვრება ცუდი გადაწყვეტილება იყო, ნორა.-უცნაურად მიღიმის და ოთახში შედის.

რამდენიმე კვირა რომ გამოვტოვო და მომავალში ვიცხოვრო არ შეიძლება?

არ ვიცი რა ვაკეთო. უკვე საკმაოდ გვიან იყო, თან დაღლილი ვიყავი, არც არაფრის ხასიათზე ვიყავი და არც ძალა მქონდა, ასე რომ ოთახში წავედი და ცოტა ხნით ფანჯარასთან, იატაკზე ჩამოვჯექი. ყველაზე მეტად ამ სახლში ის მომწონდა ფანჯრები რომ დაბლა ჰქონდა და თავისუფლად შემეძლო იატაკიდან მედევნებინა თავი გარემოზე.
თუმცა, ახლა ვერც ვერაფერს ვამჩნევდი და თვალიც ერთ ადგილას მქონდა გაშტერებული, მაგრამ სახეზე ცივი ჰაერი მხვდებოდა და ეს მაინც მანიჭებდა სიამოვნებას.
მობილური ახლოს დავიდე და უკვე დაზეპირებული პრელუდია ჩავრთე. ზოგჯერ ვხვდები, რომ მუსიკის გარდა ვერაფერი მამშვიდებს და ასეთ დროს თავს ზედმეტად საცოდავად ვგრძნობ. ნეტავ ის მაინც შემეძლოს, რომელიმე მელოდია ჩემი ცხოვრების ფონად ავირჩიო და ყოველ წამს მესმოდეს. მერე რაა, რომ დიდი ალბათობით შემზიზღდება. თავს მაინც არ ვიგრძნობ მარტო..

Smoothly EXecuted.  |COMPLETED|Where stories live. Discover now