Gone

563 53 58
                                    


19

-ისევ გაჭედე იცი? უკვე ნერვებს მიშლი, სერიოზულად.-თავს ვაქნევ და ადამის გაშტერებულ გამოსახულებას ვუბღვერ, თითქოს რამეს შეცვლიდეს. არ ვიცი ამ დილა უთენია რატომ გამაღვიძა დაბადების დღის მოსალოცად, როცა იცის რომ მეზიზღება ეს დღე და დილით გაღვიძება. არა, მაინც საყვარელი იყო, თან მაშინ ახალგაღვიძებული საცოდავად რომ მიმღეროდა, მე კი ვცდილობდი მენიშნებინა, რომ ხმა ჩაეწყვიტა, იმის გამო რომ ევას ეძინა, თუმცა, მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ მარტო ვიყავი სახლში.

-მე რატომ გიშლი ნერვებს, შენი ინტერნეტის ბრალია.-დაასკვნა და თვალები მოიფშვნიტა.

-შემეშვი რა. მშვენიერი ინტერნეტი მაქვს.

-მე განვაახლე შენი ინტერნეტი, ასე რომ შესანიშნავად ვიცი როგორიც დაგიყენე.

-უზრდელი ხარ.

-ვიცი. უნდა წავიდე. იმედი მაქვს მართლა მაპატიე, რომ ვერ ჩამოვდივარ და რამდენიმე თვის მერე არ გავიგებ, რომ გეწყინა.

-ნწ.

-ძალიან კარგი. ბოლოჯერ გთხოვ, რომ ოდესმე მაინც მოახერხო დედას ნახვა. თუნდაც ჩემს დაბადების დღეზე.

-მერამდენე თვეა მთხოვ, მოგწონს თუ რა ხდება?

-ჰო, ძალიან.-თვალებს ატრიალებს და მიუხედავად იმისა, რომ ვეუხეშე, კოცნას მაინც მიგზავნის. მიყვარს.

ამოვიოხრე და თავი მაგიდაზე დავდე. ისე ძალიან მეძინებოდა, რომ სულ ფეხებზე მეკიდა ლექციებიც და ჩემი დაბადების დღეც, აქვე მომინდა დაძინება, თუმცა იმასაც ვგრძნობდი, რომ რაღაცნაირად ყავა მინდოდა, ასე რომ სხეული ავითრიე და ოხვრით მივედი სამზარეულოს კარადასთან. ჩემი ყავა ლამის დამთავრებულიყო. აშკარად საყიდლებზე წასვლის დრო იყო მოსული, მაგრამ დღეს არა. საერთოდ არ ვიყავი იმის ხასიათზე, რომ სახლიდან ფეხი გამედგა.

სანამ მე საცოდავად ველოდებოდი ყავის გამზადებას, სამზარეულოში ევა გამოჩნდა. მისი საყვარელი ზედა ეცვა, სხვა არაფერი. ჰმ. მაცივრის კარი გააღო და წყლის პატარა ბოთლი გახსნა, სანამ თავი მოხსნა და დალია, კარი მოხერხებულად დახურა საჯდომით. წამით წარბი ასწია, როცა შემამჩნია, მერე კი ტუჩები გაილოკა, რის გამოც ლამის ამოვიკვნესე და ბოთლი მაგიდაზე დადო. ისე ურცხვად ვათვალიერებდი, თითქოს არც არაფერი მომხდარა ჩვენ შორის და ახლაც, ჩემ წინ სველი თმითა და უბრალო ზედით, საერთოდ არ გამოიყურებოდა სექსუალურად... ოდნავადაც კი არა. იმდენად არა, რომ ტუჩი არ მტკენია კბენისგან.

Smoothly EXecuted.  |COMPLETED|Where stories live. Discover now