Desire

693 64 54
                                    


3

დილის ხუთი საათი იყო როცა აღმოვაჩინე რომ ისე ვიყავი დაღლილი და მთვრალი, რომ დამოუკიდებლად ვერ ვმოძრაობდი. კიბის საფეხურზე ვიჯექი და ველოდებოდი როდის მიპოვნიდა ალექსანდრა, რომ ოთახში წავეყვანე, თუმცა წუთების წინ თვითონ შევთავაზე წასულიყო და სტუმრებისთვის ყურადღება მიექცია.. თუ ეს ერთი საათის წინ იყო.. აღარც მახსოვს. მთელი ჩემი ოცწლიანი არსებობის განმავლობაში არ დავმთვრალვარ ასე ძალიან, არ ვიცი დღეს რა ჯანდაბა დამემართა. ვგრძნობ რომ ჩემი სხეულის არც ერთი ნაწილი მემორჩილება, რომ ფეხზე წამოვდგე, თვალები დამძიმებული მაქვს და მგონი კიბეზე ჩამეძინება. ვხვდები როგორ მებინდება თვალები და რაღაც უცნაური ტალღა მივლის მთელს სხეულში. უბრალოდ.. უბრალოდ მინდა დავწვე და სამი დღის განმავლობაში მეძინოს.

ვგრძნობ ხმამაღალი მუსიკის გამო როგორ მტკივა თავი და ჩაქუჩის რიტმული დარტყმის მაგვარ რაღაცას ვგრძნობ შინაგანად. არადა ხვალ ისეთი მნიშვნელოვანი ლექციები მაქვს, რა ჯანდაბა უნდა ვქნა.. ისევ ჩემი ჯგუფელები თუ გადამარჩენენ ან რა ვიცი, ლექტორს მივცემ და ნიშნის დასაწერად, რომ როგორღაც დავხურო ეს სასწავლო კურსი.

საერთოდ.. რომელიმე მეზობელს არ უნდა პოლიცია გამოიძახოს ამ დრომდე ხმაურის გამო? მე ვერ გავუძლებდი.

ოჰ. მგონი ახლა საბოლოოდ გავითიშები. თვალებს ვხუჭავ და თავს კედელს ვადებ, მაქსიმალურად ვცდილობ ხმაური დავაიგნორო და დავისვენო, მაგრამ ერთდერთი რასაც ვაღწევ ისაა, რომ უბრალოდ თვალებდახუჭული ვზივარ და და მოძრაობის ყველანაირ უნარს ვკარგავ.

თუმცა, რამდენიმე წამში უცნაურ სიახლოევეს და ცვლილებას ვგრძნობ ჩემ გარშემო. მიუხედავად იმისა რომ სინათლე დიდად არც აღწევდა ჩემამდე, ჩრდილი მეფინება სახეზე, მაგრამ თვალების გახელას ვერ ვახერხებ და რომც გავახილო, ვერაფერს დავინახავ.

-აქ რას აკეთებ..-ვიღაცის მშვიდი ხმა მესმის, მერე კი ფრთხილ შეხებას ვგრძნობ. ღმერთო, ნეტავ ხმის ამოღება შემეძლოს.-ნორა? გძინავს? -ისე მომმართავს თითქოს პასუხის გაცემა შემეძლოს.. მაგრამ, ჯანდაბა, საიდან უნდა იცოდეს. ხელს მაჯაზე მკიდებს და ოდნავ მიჭერს, არ ვიცი რატომ, მაგრამ ერთადერთი რაც შემიძლია, ხმადაბლა ამოსუნთქვა და მთელი ძალის მოკრებაა იმისთვის, რომ შეხებაზე შეხებითვე ვუპასუხო. -ოთახში წაგიყვან, ნორა..

Smoothly EXecuted.  |COMPLETED|Where stories live. Discover now