What's inside

614 62 41
                                    


4

დილა რომ საინტერესოდ დამეწყო ეგ თქვენც იცით. მაგრამ, ის უნდა გენახათ, რა დამემართა, როცა გამახსენდა ლექციები რომ მქონდა. ფერი დავკარგე და ლამის ბავშვივით ტირილი დავიწყე.
არ მიყვარს როცა სადმე ვაგვიანებ, მიუხედავად იმისა რომ საერთოდ არ ვარ პუნქტუალური და სულ გადარბენაზე ვარ, მაინც არ ვაგვიანებ ხოლმე.. ნუ იშვიათად. ახლაც ეგ შემთხვევა იყო. მიუხედავად იმისა, რომ დრო მქონდა, ისეთი აღელვებული ვიყავი, გიჟივით დავრბოდი ალექსას ოთახში და ვცდილობდი რამე ნორმალური ჩამეცვა. წარმომიდგენია რა სახე ექნება როცა ალექსას ამ არეულ ოთახს იხილავს მაგრამ რა ვქნა, ასე გამოთრობის საშუალება რომ მომცა და დილითაც ისე წავიდა ლექციებზე, არ გამაღვიძა, ახლა მოუწევს ამიტანოს.
საბოლოოდ, როცა ჩავიცვი და ჰმ, ამოვისუნთქე, კიბეებზე ჩავირბინე და ჩემი მობილური ავიღე, რომელიც ისევ შეერთებული იყო.
სხვათა შორის, რაღაც უცნაური ვიგრძენი წამით, როცა გამახსენდა რომ ევამ იპოვა და შეართა. როგორი ნაბიჭვარია და თან საყვარელი, ერთდროულად. როგორც ყოველთვის, ჩემი მობილური ახლაც სავსე იყო გამოტოვებული ზარებით. ნუ, მართალია სულ ოთხი ადამიანი მირეკავს ხოლმე, მაგრამ მაინც. ჩემზე ესეც ზედმეტად მოქმედებს. რა თქმა უნდა, არ ვაპირებდი დამერეკა რომელიმესთვის, უბრალოდ დავაიგნორე და მხოლოდ ალექსას მივწერე, რომელიც ბოდიშს მიხდიდა მარტო დატოვებისთვის.

სახლიდან რომ გამოვდიოდი ევა დავინახე, რომელიც სამზარეულოს ფანჯრიდან მიყურებდა და მიუხედავად იმ უცნაური ურთიერთობისა, რაც გვქონდა, ჩავთვალე, რომ რაიმე უნდა გამეკეთებინა. ასე რომ, სანამ შევტრიალდებოდი ხელი დავუქნიე. ცოტა ეუცნაურა, ვიგრძენი, მაგრამ გამიღიმა. ოღონდ ჩვეულებრივად, ცინიზმის გარეშე.

გამიღიმა. ჰმ.

*

მეტროში ვიყავი. კართან ახლოს ვიდექი და ვცდილობდი ზედმეტად არაფერს შევხებოდი და ისე დამეცვა წონასწორობა. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოხდა, მაგრამ გადავსებული არ იყო და სუნთქვა შეიძლებოდა. საკმაოდ უცხოდ ჩანდა გარემო ამის გამო და იმაზე მეტად მიქმნიდა დისკომფორტს, ვიდრე ჩვეულებრივ. არა, ცუდად არ გამიგოთ, მიყვარს მეტრო. თანაც ზედმეტად. საშუალება რომ მქონდეს, მთელ დღეს აქ გავატარებდი და დაუსრულებლად ვიმგზავრებდი.. ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში სავსე თუ არ იქნებოდა. სასწავლებლად სხვა ქვეყანაში რომ გადმოვედი, თავიდან ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, სანამ პირველად არ მოვხვდი მეტროში. წარმოიდგინეთ, პატარა შოტლანდიელი გოგო, რომელიც მშობლების კლანჭებში იზრდებოდა და მარტოს ფეხი არსად გაუდგამს, პირველად აღმოვჩნდი ისეთ უცნაურ ადგილას როგორიც მეტროა. ხომ უბრალოდ ტრანსპორტია და არაფერი სხვა, მაგრამ მაინც უცნაურია. ვინ იცის რამდენი რამ მომხდარა აქ, რამდენ ადამიანს უმგზავრია, რამდენს შეყვარებია და აღმოუჩენია ვიღაც, სწორედ აქ, ამ ვაგონში. რამდენს უფიქრია, წარმოუდგენია და უოცნებია რაღაცაზე. თუნდაც მე. აქ ყოფნისას იმდენ რაღაცას წარმოვიდგენ, ვგეგმავ ან უბრალოდ ვოცნებობ, რომ ზოგჯერ მავიწყდება, ეს ყველაფერი ჩემს თავში რომ ხდება და არა რეალობაში. მგონი ვგიჟდები, რადგან ჩემთვის ისიც სასიამოვნოა როგორი ხმაურითაც მიიჭრება ყოველ დღე, ერთსა და იმავე მიმართულებით, მაგრამ მაინც ისეთი დაჟინებით, თითქოს უსასრულობისკენ მიიწევს და არა რომელიმე სადგურისკენ. ზოგჯერ ისიც მინდა წარმოვიდგინო, როგორ მივყავარ სადღაც, უმისამართოდ, გაუჩერებლად, მხოლოდ მე, ცარიელი ვაგონით და თუნდაც მძღოლის გარეშე.

Smoothly EXecuted.  |COMPLETED|Where stories live. Discover now