But why does it feel so weird..

1.5K 73 165
                                    


1

თვალი გავახილე თუ არა, წამსვე, თავში ის კითხვა გამიჩნდა რაც ბოლო თვეებია ზედმეტად მაწუხებს.

როგორ შემიძლია ხუთი წუთით დაძინების გამო მთელი ჩემი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო?

თუმცა, პასუხი არ მქონდა და არც ახლა მაქვს.

ასე რომ კიდევ ნახევარი საათით გავიხანგრძლივე ძილი.

საბოლოოდ, ის მოხდა რაც ყოველ დილით ხდება. თავქუდმოგლეჯილი დავრბოდი წინ და უკან, ნახევრად მძინარე ვემზადებოდი და გარეთ ისე გავვარდი სარკისთვის თვალის შევლებაც ვერ მოვასწარი.
ავტობუსის გაჩერებასთან ოცი წუთით მომიწია დგომა, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებდი რომ რაღაც დრო კიდევ მქონდა და სიმშვიდეს ვინარჩუნებდი.
ბოლოს ისედაც გატენილ ტრანსპორტში როგორღაც ავძვერი და ბარათი გავატარე. კარებთან ახლოს ვიყავი მიმწყვდეული და, რა თქმა უნდა, ვერანაირად მოვახერხებდი მასალის გადამეორებას, ასე რომ ერთადერთი რისი გაკეთებაც შემეძლო მუსიკის მოსმენა იყო.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე სასიამოვნო საქმე ალბათ არ არსებობს ამ ქვეყნად, ისე მაინც ვერ დამამშვიდა, როგორც ზოგადად გამოსდის ხოლმე.
თავს უცნაურად ვგრძნობდი, უჩვეულო შეგრძნება მქონდა და იმაზე მეტადაც მეზარებოდა სასწავლებელში მისვლა, ვიდრე ოდესმე.

ჩემს ფიქრებზე თვითონვე გამეცინა. გამახსენდა, როგორ ველოდებოდი შარშან გამოცდების შედეგებს და ჩემს თავს ვპირდებოდი, მომავალ წელს უნივერსიტეტში თუ მოვხვდები წიგნებიდან თავს არ ავიღებ-მეთქი.

სასაცილოა.

*

ყოველთვის ვგრძნობდი რომ მუსიკა ის იყო, რითაც მინდოდა მთელი ცხოვრება დაკავებული ვყოფილიყავი, მაგრამ უნივერსიტეტში ხელოვნების ფაკულტეტზე ჩავირიცხე და მუსიკა არჩევით საგნად დავიტოვე.
მაშინ ისეთი გახარებული ვიყავი, არაფერზე მიფიქრი. ახლა ვერაფერს ვგრძნობ. არ ვიცი რა ქვია იმას, რა მდგომარეობაშიც ახლა ვარ. არაფერი მინდა, არაფერი მიხარია და მომწონს, არაფერს ვგრძნობ. უნივერსიტეტში რომ პირველად შემოვაბიჯე აღტაცებული ვიყავი, ახალ ქვეყანაში აღმოვჩნდი, ახალ ცხოვრებას ვიწყებდი, ახალი გზა მქონდა გასავლელი და მუცელში პეპლები მიჩნდებოდნენ სიხარულისგან.

Smoothly EXecuted.  |COMPLETED|Where stories live. Discover now