Hmm

599 48 63
                                    


9

შემეძლო მომეკლა. მართლა. იმის გამო რომ ასეთი ინტრიგა მთხლიშა და მერე მომიხაზა შენი საქმე არ არისო, მაგრამ ვიცოდი, რომ არაფერი გამომივიდოდა ასე რომ თავი დავიმშვიდე და სახლის დათვალიერება შევთავაზე. გამიკვირდა, როცა ძალიან უბრალოდ დამთანხმდა, თუმცა.. რა უნდა ეთქვა...

ჩემი ოთახის გარდა ყველაფერი ვაჩვენე. დიდად რეაქცია არაფერზე გამოუხატავს, მხოლოდ აივანზე გასვლისას დაეტყო ოდნავ ღიმილი. არ გამკვირვებია, მეც ძალიან მომწონს ჩემი აივანი. დავინახე მისი უცნაური გამომეტყველება, როცა ყვავილებით სავსე მოაჯირს შეხედა, თუმცა ზუსტად ვერ გავიგე რას ნიშნავდა. თავისუფალ ოთახზე, რომელიც ალბათ მისი ოთახი გახდებოდა, არაფერი უთქვამს, უბრალოდ დარწმუნდა, რომ ფანჯარა ეღებოდა და რაღაცნაირად ამოისუნთქა.

ბოლოს, მისაღებში გამოვედით და კიდევ ერთხელ შეათვალიერა ყველაფერი. თითქოს ზედაპირულად უყურებდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არაფერი გამოეპარებოდა.

-მჰმმ,-უაზრო ბგერებს გამოვცემ და ევას წინ ვდგები.-აბა? რა გადაწყვიტე?

წარბებს კრავს, იმის გამო რომ სიჩუმეს ვარღვევ და მგონი ფიქრში ხელს ვუშლი, რის გამოც მინდა გავქრე. ჯანდაბა. ოდნავ ვმშვიდდები, როცა თავს აქნევს და თითქოს არ იმჩნევს.

-ვიფიქრებ,-მშვიდად მპასუხობს,-ჯერ არავისთვის მითქვამს სახლიდან გადასვლას რომ ვგეგმავ, თან სხვა ვარიანტებიც მაქვს, უნივერსიტეტთან ახლოს, თუმცა მალევე გეტყვი ალბათ პასუხს.

-როგორც გინდა,-მხრებს ვიჩეჩავ. რაღაც უცნაურს ვგრძნობ, მაგრამ არ ვიცი რას.

-სჯობს წავიდე,-თავს მიქნევს.

არაფერს ვპასუხობ, უბრალოდ კარამდე ვაცილებ და როცა მსუბუქად მიღიმის, ვხვდები რომ ეს დამშვიდობებას ნიშნავს და საპასუხოდ მეც ვუღიმი. ხმას არ იღებს. შედარებით ღრმად სუნთქავს და წამიერად მაკვირდება, არ ვიც მეჩვენება თუ რაღაცაზე ფიქრდება, მერე კი თითქოს არც არაფერი, თვალის დახამხამებაში იხრება და ლოყაზე, ტუჩთან ძალიან ახლოს, მსუბუქად მკოცნის. რამდენიმე წამით ტუჩებს ჩემს კანს არ აშორებს და თითქოს მეწებება, რისი დახმარებითაც საშუალება მეძლევა მისი სურნელი შევიგრძნო და გაუცნობიერებლად თვალები მეხუჭება. ისეთი სასიამოვნოა.. ღმერთო! მარწყვის.. არა, უფრო.. მმ, მარწყვის ნაყინის სურნელი აქვს.

Smoothly EXecuted.  |COMPLETED|Where stories live. Discover now