She

539 45 69
                                    

25

გვიან გამეღვიძა. დიდხანს მეძინა მაგრამ მაინც დაღლილი და უძლური ვიყავი, თუმცა ნასიამოვნებიც, იმიტომ რომ გამოცდების ნახევარი ჩავაბარე და ცოტაღა მქონდა დარჩენილი თავისუფლებამდე. ცხელოდა. საშინლად. სუნთქვა მიჭირდა, იმდენად. მხოლოდ ერთი თხელი ზედა მეცვა, მაგრამ მაინც ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს ვიწვოდი. მისაღებში გასვლისთანავე მაცივრისკენ წავედი და წყალი გამოვიღე. ის იყო ჭიქაში ჩავასხი, რომ სამზარეულოში ევა გამოჩნდა. თმა მაღლა ჰქონდა აწეული, რაც ხშირად არ ხდება. ჩემსავით უბრალოდ მაისური ეცვა და ფეხშიშველი დააბოტებდა. რაღაცნაირად აღელვებული ჩანდა, ისე შემოვიდა და მაცივარს ეცა, რომ არც შეუმჩნევია ჩემი იქ ყოფნა, მხოლოდ მაშინ გა0მისწორა მზერა, როცა რძით ხელში შემოტრიალდა.

-ნორა.. ჰეი.. უნდა წავიდე.. დილა მშვიდობისა..-დაბნეული ამბობს და მაცივრის კარს ხურავს. მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ რძე არ გვქონდა აქამდე, თან არც მე მიყვარს და არც მას. წარბებს ვკრავ და თვალებმოჭუტული ვაკვირდები. ასეთი დაბნეული და თითქოსდა შეშინებული არასდროს მინახავს. აშკარად ამჩნევს, რომ გამოვიჭირე და უფრო ეტყობა აღელვება, რატომღაც.

-რა გააფუჭე?-გულრწფელად ვეკითხები.

-რას ბოდავ.. არაფერი გამიფუჭებია.-თვალებს აქეთ-იქით აცეცებს და თითებს ეთამაშება. რაც კიდევ უფრო მაბნევს. რა ჯანდაბა სჭირს?

-რძე რისთვის გჭირდება?

-ამმ... რისთვის უნდა მჭირდებოდეს.. აბაზანა უნდა მოვამზადო.

-კარგი?

-ჰო.-მოკლედ მპასუხობს და რძის კოლოფთან ერთად უჩინარდება. ცოტა ხნით გაოცებული ვიდექი. ჯერ კიდევ თვალწინ მედგა მისი აღელვებული და დაბნეული მზერა, ოდნავ ბავშვური, ცელქ ოინზე რომ წაასწრებენ თავხედ ბავშვებს ისეთი.

მერე ის გავიაზრე რომ სააბაზანოს ნაცვლად, თავის ოთახში შევიდა, ასე რომ კიდევ ერთხელ შემომიტია დაბნეულობამ და მეც, ზედმეტი სითავხედის გამო, უკან გავყევი. არა.. ერთი შეხედვით არაფერი იყო, უბრალოდ რძის კოლოფი აიღო, მაგრამ მაინც.. ვიცნობდი ევას და ამ თვეების განმავლობაში ასეთი დაბნეული და დამფრთხალი არასდროს მინახავს, რაც ზედმეტად უცნაური და თან.. არ ვიცი, საინტერესო იყო.. ალბათ.

Smoothly EXecuted.  |COMPLETED|Where stories live. Discover now