26.

558 77 76
                                    

გამთენიის ექვსი საათი იქნებოდა, საწოლში წრიალი რომ დაიწყო, ბალიშები იატაკზე გადაყარა და ძილის შებრუნება ვეღარ შეძლო. მზე ჯერ კიდევ არ ამოსულიყო და ცაზე ვარსკვლავები ლანდივით მოჩანდნენ. ჰოსოკმა ფეხშიშველი გაიარა ცივ იატაკზე და სამზარეულოში, ჭიქა წყალი დალია. ისეთი უცნაური აურა ტრიალებდა სახლში და არამარტო სახლში. თითქოს ქვეყანა მიძინებული იყო, თითქოს მხოლოდ ის არსებობდა ამ წამს.

ჰოსოკმა უკმაყოფილოდ მოავლო სახლს თვალი და უზარმაზარ ფანჯარასთან მივიდა, საიდანაც მთელი ქალაქი ხელისგულივით მოჩანდა. ერთ დროს აქ თეჰიონი იდგა, მის პერანგში და წინდებში გამოწყობილი. ხელში ჭიქით და საწრუპით, ხანდახან რომ ტკბილ, ლამაზ ტუჩებს შეახებდა. შემდეგ ჰოსოკს გამოხედავდა და მას რომ უყვარს ისე გაუღიმებდა.

ჰოსოკი ამჯერად დივანზე იკავებს ადგილს. კი, ერთ დროს აქაც თეჰიონი იჯდა. მაშინ, სახლში სანამ არ შემოუშვა, მანამ არ მოცილდა კარებს. მშიერ - მწყურვალი რომ იყო და მაინც გაჯიუტებული იჯდა ერთ ადგილას. როგორ უნდოდა იმ წამს მისი მკლავებში მოქცევა, სხეულში არსებული ცხოველი ძლივს დააკავა რომ იმ წამს არ მივარდნოდა კარებს და მთელი ძალით არ შემოეჭდო მკლავზე ხელები. თეჰიონს ესეც მოეწონებოდა, ჰოსოკმა ეს იცის. თეჰიონს უყვარს მსგავსი რაღაცები.

როგორ შეცდა, სად შეცდა. ჯერ კიდევ ვერ ხვდება. თავზარდაცემული უყურებდა ჯი ჩანის გამოგზავნილ ფოტოებს, ტკივილს გრძნობდა გულის არეში, იმედგაცრუებას დაესადგურებინა მთელ სხეულში. იმ წამს მის თვალში ერთადერთი საშინელი და მატყუარა ადამიანი თეჰიონი იყო. ის თეჰიონი, რომლის მხოლოდ არსებობაც კი აბედნიერებდა. ვერ ხვდებოდა, არ ამბობდა და იმ წამს ვერც ხვდებოდა თუ რა ძლიერი გრძნობა აკავშირებდა მასთან. ვერ გაიაზრა, იქნებ რომ დაფიქრებულიყო ცოტათი მაინც შეცვლილიყო მდგომარეობა და ამ დონემდე არ მისულიყო. ჰოსოკი დამარცხდა, სიყვარულში მან წააგო. დაკარგა და ვეღარც პოულობს, სხვას კი ვერაფრით შემოუშვებს.

𝑈𝑡𝑜𝑝𝑖𝑎Where stories live. Discover now