21.

543 85 126
                                    

ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც მე თავად შევიქმენი საკუთარი ჯოჯოხეთი, ბედნიერება არ მღირსებია. რა თქმა უნდა, უკეთესის ძიებაში ის კარგიც კი დავკარგე. სულელი ვარ, ამას უკვე იმდენჯერ ვუმეორებ საკუთარ თავს რომ ზოგჯერ მავიწყდება ჩემი სახელიც კი.

ჩემთვის განკუთვნილ საწოლზე ვიწექი, გამოღებული ფანჯრიდან იჭრებოდა ცივი ნიავი და თმებს მიჩეჩავდა. მიუხედავად იმისა რომ მთელი ღამე ვერ შევძელი დაძინება, ახლაც ჭერს მივშტერებოდი. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს რაღაც მოხდებოდა.

ლამის ჭკუიდან გადავდიოდი, მაგრამ ახალი ამბავი ისევ არ იყო. ექიმი ისევ უარს მეუბნებოდა რეანიმაციაში შესვლაზე. მე ადამიანს აღარ ვგავდი, დავსუსტდი, დღეში მხოლოდ ერთხელ ვჭამდი და ისიც ორ ლუკმას რომ გული მთლიანად არ წამსვლოდა. სახეზე ფერი წამივიდა, თმები იმდენად გამეზარდა რომ უკვე კიკინადაც ვიკრავდი. ყავას იმდენად მივეჯაჭვე, რომ მეგონა მის გარეშე სადმე კედელთან ჩავიკეცებოდი და გავითიშებოდი. საავადმყოფოს აჩრდილად ვიქეცი. სომის აწუხებდა ჩემი მდგომარეობა ხშირად მაკითხავდა, მეხმარებოდა, მთხოვდა სახლში წასვლას და დასვენებას, მაგრამ ზედმეტად ვჯიუტობდი. ისიც აღარ მაძალებდა და ხანდახან ჩემთან ერთად რჩებოდა.

ყველაფერი უფრო მძიმდებოდა, რამდენჯერმე ექიმი სირბილით შევარდა შიგნით, მე კი ისევ და ისევ იმას მეუბნებოდნენ რომ მდგომარეობა სტაბილურია და ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად. ამ უიმედო მდგომარეობის გამო, ჭკუიდან გადავდიოდი, ჩემს თავს აღარ ვგავდი.

- თეჰიონ,- ისმის დერეფანში სომის ხმა. ეს ხმა აღარ იყო ისეთი წკრიალა და სიცოცხლით სავსე.

- გისმენ,- ძლივს ამოვილუღლუღე. თავჩახრილი ვიჯექი სკამზე, თვალებს რამდენჯერმე ძლიერ ვხუჭავდი და ვახელდი, ვცდილობდი ფოკუსის გასწორებას, რაც ასე თუ ისე გამომდიოდა, შემდეგ კი სომის გავხედე ჩაწითლებული თვალებით.

𝑈𝑡𝑜𝑝𝑖𝑎Where stories live. Discover now