8.

575 101 93
                                    

თითქოს ცდილობდა რომ მთელი გზა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა, მაგრამ მე მაინც ვგრძნობდი, თვალის კუთხიდან ვხედავდი როგორ მიყურებდა ხშირად. როგორ სიცილით გააქნევდა ხოლმე თავს. აშკარად რაღაცას წარმოიდგენდა გონებაში, მე კი თვალწინ მისი ეს ღიმილიანი სახე მედგა. ვფიცავ, ყველა სურათზე უფრო სასიამოვნო სანახავი იყო, მისი სახე ყოველ საათში, ყოველ წუთში მიყვარდებოდა. ვგიჟდებოდი, ძალიან მინდოდა შევხებოდი.

- მისამართი არ გიკითხავთ,- ეს სიჩუმე ძალიან ნერვებს მიშლიდა, ამიტომაც წამოვიწყე საუბარი.

- სივში გქონდა მითითებული,- მხრები ოდნავ აიჩეჩა. მარცხენა ხელი უფრო მჭიდროდ მოუჭირა საჭეს, მარცხენა კი სიჩქარის გადამრთველზე დადო. ძალიან სექსუალური იყო. დიდი სურვილი მქონდა კარებს მივყუდებოდი და ჩემს ხედად ბატონი ჯონ ჰოსოკი გამეხადა.

- აღიარებთ რომ ჩემით დაინტერესდით?- საერთოდ რა კითხვა იყო ეს ვერ მივხვდი, მაგრამ რაიმე მაინც უნდა მეთქვა, რომ ეს ისედაც საცოდავად წამოწყებული წყეული დიალოგი არ გამეწყვიტა.

- შესაძლოა, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ მართლა საინტერესო ხარ. როგორც უფროსი, უფლება მაქვს ჩემს კომპანიაში მომუშავე პირთა სივი მაშინ მოვითხოვო, როცა მომესურვება,- და ეს ჩვენს შორის ყველაზე გრძელი წინადადება იყო, რაც კი უთქვამს.

- გასაგებია, აქ გამიჩერეთ, გთხოვთ,- მოკლედ ვუთხარი, თითქოს მეწყინა მისი ეს პასუხი. ხასიათი წამიხდა და მოჟამულს უფრო ამიმჟავდა. ალბათ სახეზეც კი შემეტყო, მისი ცინიკური ჩაცინების ხმა გავიგე.

- რატომ, სახლში მიგიყვანდი,- მითხრა სანამ საბოლოოდ გადავიდოდი.

- იყოს. ჩემს გამო არ ღირს, თავადაც მივაგნებ როგრმე,- ცივად ვთქვი და კარები მოვიჯახუნე. მერე რა თუ ზემდეტად ძვირიანი მანქანა იყო და მთელი ჩემი სამი წლის ხელფასითაც შეიძლებოდა ვერ მეყიდა მისი ერთი საბურავიც კი. მაინც, თითქოს ვცდილობდი ამ კარის მობრახუნებით დამენახებინა ჩემი სიძლიერე და პირველი სიმამაცე.

𝑈𝑡𝑜𝑝𝑖𝑎Where stories live. Discover now