3.

673 98 142
                                    

კაბინეტიდან გამოსვლისთანავე ჯიმინი შემეჩეხა, არაფრის თქმა მაცადა, ისე გამაქანა ჩვენს სამუშაო ოთახში. მაგიდაზე შემომსვა და მაიძულა ყველაფრის დეტალებში მოყოლა. ტყუილოს თქმა დამჭირდათქო, ვერ ვიტყვი. მიუხედავად იმისა რომ უფროსმა თქვა ინფორმაცია კომფიდენციალური უნდა იყოსო, ჯიმინს მაინც დეტალებში ჩავუკაკლე ყველაფერი. ის კი თავისი დიდი, მრგვალი სათვალიდან, რომელიც ყოველ წამს პატარა ცხვირის გამო დაბლა უცურდებოდა, გადიდებული თვალებით შემომყურებდა.

- ახლა რა უნდა ქნა?- მკითხა მან და მეც გაკვრივებულმა ავწიე თავი.

- რა თქმა უნდა, დავთანხმდები. სხვა გზა ფაქტობრივად არ მაქვს,- მხრებს ვიჩეჩ და სავარძელზე ვთავსდები.

- როგორ არ გაქვს, ასე ძალიან გსურს კიდევ ერთი ადამიანის ცხოვრების დანგრევა?- მის ხმაში სიმკაცრე იგრძნობიდა, გაბრაზებაც, რატომღაც ტონსაც უწევდა. ვერ მივხვდი ასე რამ გააცოფა.

- ჯიმინ, რა გემართება, ამას პირველად ხომ
არ ვაკეთებ?- გაკვირვებული ვკითხულობ და ისედაც დაბალ ბიჭს, ქვემოდან ავყურებდი.

- ხო, პირველად არ აკეთებ, მაგრამ არც უკანასკნელია. თეჰიონ, შენზე ვნერვიულობ. მაშინებს ყოველი შენი გადაწყვეტილება, შენ ჩემი მეგობარი ხარ და მე შენზე ვზრუნავ, მიყავრხარ და არ მინდა რაიმე
მოგივიდეს,- ხმა დაურბილდა  და თავისი პატარა ხელი მხარზე ჩამომადო.

- ამით რის თქმას ცდილობ?- ახლა მე გავღიზიანდი, რა საჭირო იყო საერთოდ ეს საუბრები.

- იმის თქმას რომ იქნებ სჯობს შეეშვა, არ მოგბეზრდა მუდამ სხვის ცხოვრებაში ქექიალი. მუდან ვიღაცის სიმშვიდის დანგრევა. მეშინია თე, რა იქნება რომ ერთხელ ამ ეშმაკობას მიგიხვდნენ და მწარედ დაგსაჯონ. ამად არ მიღირს, თე. ამად არ მიღირს ის ფული, რომლის გადახდასაც აპირებს ჯუნგი. ამად არ მიღირხარ,- დამწუხრებული ამოთქვამს, ხმაში წყენაც ეპარება, მაგრამ მე არა. მე ვბრაზდები. დიახ, მე გაბრაზებული ვარ. რა უფლებით წყვეტს, რა არის ჩემთვის უკეთესი და რა არა. კი, ის ჩემი მეგობარია, მაგრამ მასაც კი არ აქვს გადამიწყვიტის ის, რაც მე უკვე გადაწყვეტილი მაქვს.

𝑈𝑡𝑜𝑝𝑖𝑎Where stories live. Discover now