15.

588 91 175
                                    

გაშეშებული ვიყავი, კარებზე აკრული. მას კიდევ ჩაებღუჯა ხელში მოსაცმელი. არ მიშვებდა, მე კი ჰაერსაც არ ვისუნთქავდი რომ რაიმე ზედმეტი არ მომსვლიდა, გაცოფებული ვიყავი არანაკლებ მასზე, მაგრამ ამ წამს ერთი რომ წამოეყვირა შეიძლებოდა აქვე წამოსვლოდა გული. რიუ ჯინმა ღრმად ამოისუნთქა და ჩემს ხელში არსებულ საბუთებზე მიანიშნა, ჰოსოკმა ხელი გამიშვა, მე კი ახლაღა მივხვდი რომ კარებზე ვეკიდე. საქაღალდე გამომგლიჯა და კითხვა დაიწყო. ღრმად ამოიხვნეშა, როდესაც ნამდვილად ის ფაილები აღმოჩნდა, რასაც ეძებდა. სავარძლისკენ წავიდა, რიუ ჯინი კი კაბინეტიდან გავიდა, მაგრამ წამი არ იყო გასული რომ ჯონგუკმა შემოანგრია კარები და ლამის თავი გამიტეხა. ჯერ მე შემომხედა, რომელიც საცოდავად ვეგდე იატაკზე და ერთ წერტილს ვაშტერდებოდი. შემდეგ კი გახარებული ჰოსოკისკენ წავიდა და გადაეხვია.

- მორჩა, ყველაფერი დასრულდა,- ბედნიერებისგან ჰაერი ჩაისუნთქა და წამოიყვირა. ჩემთვის ყურადღებაც არ მოუქცევია, მხოლოდ ჰოსოკი მიმზერდა გამჭოლი მზერით. მე კი ნელა წამოვიწიე და უჩუმრად ვეცადე ფეხზე წამოვმდგარიყავი. აღარ მინდოდა აქ გაჩერება, აღარ მინდოდა მისი სახის დანახვა. ფეხზე საცოდავად წამოვდექი და კაბინეტიდან ძლივს გამოვაღწიე.

Hoseok's pov:

რა ვიგრძენი მაშინ, როდესაც მის ხელში დოკუმენტები დავინახე? იმედგაცრუება, ტყუილი, ზიზღი. თეჰიონის თვალებში ზიზღის და სიძულვილის მეტს ვერაფერს ვხედავდი. მიუხედავად მისი ასეთი უსუსური მდგომარეობისა, მაინც ანთეხვდა მთელ იმ ბრაზს, რაც ამ დროის განმავლობაში იყო დაგროვილი. ის მართალი იყო. მე შეცდომა დავუშვი, მაგრამ ამის გამოსწორებას არც ვაპირებდი. გაბრაზებული ვიყავი, ვიცი. ასე არ უნდა მოვქცეოდი, მაგრამ ჩემს თავს ვერ ვაკონტროლებდი, როდესაც ვბრაზდებოდი. ეს საშინელება იყო, აქამდეც არ შემეძლო ამის გაკონტროლება. მე ის კინაღამ მოვკალი. მაგრამ მან ეს უნდა მიიღოს, ამის შემდეგ კი მეტად დაფიქრდება ყოველ საქციელზე. ვინ არ იფიქრებდა მასზე, ასეთ მნიშვნელოვან დროს?

𝑈𝑡𝑜𝑝𝑖𝑎Dove le storie prendono vita. Scoprilo ora