27.

603 74 178
                                    

ზუსტად მახსოვს, როგორც კი ჯი ვუნმა თქვა რომ უკვე წასვლა შემეძლო, იუნგიმ ხელი დამავლო და მანქანაში ჩამსვა. გზა გრძელი იყო. იუნგი კი ჩუმად იჯდა, ვხედავდი საჭეს ხელს როგორ უჭერდა და თითებს ნერვიულად ათამაშებდა. ვიცოდი ბევრი კითხვა ჰქონდა, მაგრამ ხმას არ იღებდა.

- ჯიმინთან წამიყვანე,- მეხის გავარდნასავით გაისმა ჩემი ხმა მანქანაში. იმდენად დაუძლურებული ვიყავი, არაფრის თავი არ მქონდა. აკანკალებულ ხელებს მუხლებზე მოჭერით ვამშვიდებდი. ათრთოლებულ ტუჩებს კი კბენით. სხეულში ჟრუანტელი მივლიდა ყოველ წამს იმის გახსენებაზე თუ როგორ უემოციო სახით ჩამიარა გვერდით. ყოველი ახლად შეძენილი მოგონებების გახსენება, ყველაზე დიდი ტკივილი იყო ჩემთვის. ვერ ვაზროვნებდი, მთლიანად ჩემს გონებასა და სხეულზე იყო დაპატრონებული.

რამდენად მოქმედებ ჩემზე, ჯონ ჰოსოკ?

- თეჰიონ, იცი...- იწყებს იუნგი საუბარს. ვხვდები რომ მასაც უჭირს, მაგრამ არ შემიძლია. ჩემთან ერთად მასაც ვერ ჩავითრევ, ვერ გავუტეხავ გულს და ვერ გავტეხავ იმის თქმით რომ ერთ დროს ვიღაც ძალიან მიყვარდა. მისი მეშვეობით დავიწყებას ვცდილობდი, ახლა კი გამოჩნდა და უფრო მეტად შემიყვარდა.- მგონი ჯერ კიდევ არ ხარ კარგად, არა?

ვიშმუშნებდი. ისეთი შეგრძნება მაქვს, მგონია პირი რომ გავაღო ხმა არ ამომივა.

- უბრალოდ, ჯიმინთან წამიყვანე,- იმდენად მისუსტებული და ჩახლეჩილი ხმით ვიძახი, საკუთარი თავის მიკვირს, საერთოდ როგორ შევძელი.

წვეულებაზე იმდენად ჩახუთული ჰაერი იყო, პირს წამდაუწუმ ვაღებდი ფილტვების შესავსებად. ვხედავდი როგორ ტრიალებდა ხალხში, ყველას ესაუბრებოდა. ზოგს ღიმილიანი სახით, ზოგს კი მკაცრი გამოხედვით უგვარებდა ყველაფერს. ჭიქას ხელიდან არ უშვებდა და ყოველი წინადადების ბოლოს პატარა ყლუპს აკეთებდა. საერთოდ არ შეცვლილა, ისევ ისეთი გამოხედვა და მეტყველი თვალები აქვს, ისევ ისეთი გარეგნობა. არცერთი წერტილი, მასში არცერთი წერტილი არ არის შეცვლილი.

𝑈𝑡𝑜𝑝𝑖𝑎Where stories live. Discover now