18.

790 88 190
                                    

სამყაროზე  საკუთარი წარმოდგენის ყველაზე მართებულად ჩათვლით, ადამიანი საკუთარი თავის მტრად იქცევა, რადგან სხვებში მას უყვარს მხოლოდ საკუთრი თავის ანარეკლი, დანარჩენ ყველაფერს კი უარყოფს.

დაღვრემილმა დავტოვე დილაუთენია მისი პენტჰაუსი. მას ჯერ კიდევ ეძინა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ერთი ღამის სახმარად ვიყავი და დილით გამომაგდეს. მე მისი საყვარლის სტატუსი მქონდა, მაგრამ რა მექნა რომ მასთან ასეთ სიახლოვეს ჭკუიდან გადავყავდი. თვალებზე ცრემლი მომადგა, როდესაც გავიხსენე თუ როგორ ჩუმად წამოვდექი საწოლიდან, ავკრიფე ტანსაცმელები და გზად ვიცვამდი. საკუთრი თავი შემძულდა, მაგრამ მისი შეძულება არ შემეძლო. შენობის წინ ვიდექი და ველოდებოდი ტაქსი როდის მოვიდოდა. ჯონგუკის მესიჯები დამხვდა ტელეფონზე. იძულებული გავხდი დამერეკა.

- აბა, რა მოხდა. დაელაპარაკე? შეგიშვა? კარები არ გააღო, ხო? ჯანდაბა, ასეც ვიცოდი. მანდ არ უნდა გამეშვი,- ამოიბუზღუნა მან, მე კი ჩამეცინა იმის გახსენებაზე თუ გუშინ რა გავაკეთეთ.

- გამიღო, დღეს არვიცი მოვა თუ არა სამსახურში, მაგრამ ხვალ დარწმუნებული ვარ იქ იქნება,- ღიმილით ვუპასუხე და ტაქსიში ჩავჯექი.

- მადლობა ეშმაკებს, როგორც იქნა და შენ სად ხარ ამ დილა უთენია?- დავიბენი.

- მე... სამსახურში მოვდივარ, უფროსწორედ კაფეში მივდივარ რომ ყავა ვიყიდო და მერე სამსახურში,- ნერვიულად ჩავიცინე და კეფა მოვიქექე იმის იმედით რომ დაიჯერებდა.

- ახ, კარგი, მაშინ წავალ და დღეს გელოდები,- ტელეფონი გათიშა თუ არა ღრმად ამოვისუნთქე. ტაქსი მალევე მიუახლივდა ჩემს სახლს. თანხა გადავიხადე და და პირდაპირ სააბაზანოსკენ გავექანე. იმ სურნელის მოცილება არ მსურდა, რომელიც ამდიოდა. ეს ძალიან მომწონდა, მაგრამ იძულებული გავხდი. ჯანდაბა, ჰოსოკის სურნელთან ერთად საკუთარ სპერმაში მოთხვრილი. სასაცილოა.

𝑈𝑡𝑜𝑝𝑖𝑎Where stories live. Discover now