20.

638 80 141
                                    

დღე ჩვეულებრივად გრძელდება - მეთქი, ვერ ვიტყვი. ისე საწყლად დავდიოდი კოჭლობით, მაგრამ ძალას ვიკრებდი. არ ვნანობდი, საერთოდ არაფერს ვნანობდი.

სახლში ვიყავი, როდესაც ჯიმინი მესტუმრა. მშვიდად ყავას ვსვამდი, ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა გაკვირვებულმა ჩამათვალიერა.

- რა ხდება,- იკითხა, ჩემი სიმშვიდისა და დამშვიდებული სახისგან გაკვირვებულმა. - რა დაგემართა, კარგად ხარ?

- მშვენივრად,- მხრები ავიჩეჩე. მან კი რაღაც ჩაიბურდღუნა თავისთვის და სავარძელზე დაებერტყა.

- ჯუნგმა გამომგზავნა, თქვა რომ შემეხსენებინა, ოთხი დღე დარჩა,- დაიჩურჩულა, მაგრამ მაინც შევძელი გაგება. ყავა გადამცდა და ხველება ამიტყდა, სწორედ მაშინ გავიაზრე რომ არც ისე დიდი დრო მქონდა დარჩენილი. მხოლოდ ოთხი დღე, ოთხი დღე წყვეტდა ჩემს მომავალს.

- ვიცი,- ამოვილუღლუღე დამშვიდებულმა და ფეხები უფრო მოვკეცე.

- შენზე რას მეტყვი. დედა როგორ არის?- თემა მაშინვე გადაიტანა სხვა რამეზე, მაგრამ შვებისგან მაინც ვერ ვისუნთქავდი ჰაერს, რადგან ჩემთან სასაუბროდ ყოველთვის ერთმანეთზე უარესი თემები იყო ასარჩევად.

- არ ვიცი, მას შემდეგ არ დამირეკავს, რაც სომიმ მითხრა რომ მდგომარეობა ნელ - ნელა უფრო მძიმდებოდა. მეშინია, ასე მგონია რაღაც ცუდს შემატყობინებს,- თავი მოხრილ ფეხებზე ჩამოვდე.

- ჩასვლას არ აპირებ?- იკითხა მან.

- კი, მაგრამ საქმეს რომ დავასრულებ მერე,- მხრები ავიჩეჩე ლუღლუღით. ჯუნგის შემოთავაზებული ფული ძალიან მჭირდებოდა. მასზე უარს ვერ ვიტყოდი. დედას გამო მაინც. რატომ მიწევდა ყოველთვის ასეთი რთული გადაწყვეტილებების მიღება?

- ანუ ოთხ დღეში,- ხმადაბლა ამბობს ჯიმინი.

- რამე მოხდა?- მისი ასეთი საუბარი მეუცნაურა.

- მოხდა,- ამოიოხრა და წელში გასწორდა.- მე და ჯონგუკმა ვიჩხუბეთ.

𝑈𝑡𝑜𝑝𝑖𝑎Where stories live. Discover now