14.

549 96 119
                                    

აუ, წინა ორ თავზე რაღაც ჰწუზგწყა აქტიურობა იყო, რა ძაან საყვარლები ხართ ^*^

~ ~ ~*~*~ ~ ~

სახლში გიჟივით შემოვარდნილმა, მაშინვე სააბაზანოში გამაქანა და სკამზე მთელი ძალით დამახეთქა. უკანალი საშინლად მეტკინა, მაგრამ ჩემთვის არ მოუსმენია. მაშინვე აურია საღებავები ერთმანეთში. ცივი იყო, ჯიმინი დამცინოდა, მეც მეცინებოდა.

- მიდი, ფოტო გადაიღე და სამახსოვროდ შევინახოთ შენი შავი თმა, რადგან ვიცი, წითელი მოგეწონება,- სარკიდან თვალი ჩამიკრა. ჩემი თან არ მქონდა, ამიტომაც ჯიმინის ტელეფონში დავიწყე პოზირება.

- მორჩა?- ვკითხე ბედნიერმა ნახევარუ საათის შემდეგ.

- ჯერ ნახევარიც არ გაგვიკეთევია,- ჩაიცინა და სააბაზანოში შემაგდო.- ჩამოიბანე.

ზედმეტად გაკვირვებული დავრჩი, როდესაც წითლის ნაცვლად ქერა თმები შევნიშნე. იმედგაცრუებული გამოვბრუნდი უკან.

- არ მითხრა რომ ფერები აგერია,- დამწუხრებულმა ვკითხე და კვლავ სკამზე მოვთავსდი. ჯიმინს არაფერი უთქვამს, კვლავ დაიწყო საღებავის წასმა.

კიდევ ერთ საათიანი წვალების შემდეგ, უკვე ალისფრად შეღებილ თმებს მიმშრლაბედა და ბედნიერებისგან წამოიყვირებდა ხოლმე. თავისი მარჯვე ხელებით, ლამაზად დააყენა, მხოლოდ მაშინ ჩამახედა სარკეში.

- აბა, მოგწონს?- იკითხა და ირონიულად ჩაიცინა. ჯერ გაოცებული საკუთარ თავს ვაკვირდებოდი, შემდეგ ჯიმინ.

- საოცრებაა, მართლა მომწონს,- ძლივს ამოვილუღლუღე.

- გეყოფა ახლა ჩემი ქება და მადლობები არ გინდა. ადექი, დავიძინოთ. გვიანია, თანაც ხვალ სამსახურში მივდივართ,- ჩაიცინა და საწოლისკენ მიბიძგა. ბალიშს მთელი ძალით ვეხუტებოდი. იმის ფიქრებით თუ რა იქნებოდა ხვალ. ტვინი გადამწვარი მქონდა. სამაგიეროდ ჯიმინს უკვე ეძინა და ძილში ხმასაც გამოსცემდა.

𝑈𝑡𝑜𝑝𝑖𝑎Where stories live. Discover now