23.

749 83 128
                                    

Hoseok's pov:

ცხოვრებაზე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ ერთი დიდი ნაგავია, რომელსაც ტკივილის, ცრემლების და ტკენის მეტი არაფერი მოაქვს. შიგადაშიგ თუ გამოერეოდა მომენტები, რა დროსაც შეიძლება თავი ბედნიერად მეგრძნო, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. მთელი ცხოვრების განმავლობაში ნაგროვებ ტკივილსა და ბოღმას შორის, თეჰიონი იყო ბედნიერება. ის გამონათება და სიხარული ჩემთვის. მისი გამოჩენა იყო ამომავალი ვარსკვლავივით, ყოველ დილა რომ დავინახავდი კიბეებზე მიმავალს, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ხელახლა ვიბადებოდი. სიცოცხლით ვივსებოდი, აღუწერელ ენერგიას ვგრძნობდი. სად წავსულიყავი არ ვიცოდი. ჩემდა უნებრუად მეღიმებოდა. ჩემს კაბინეტთან ჩაივლიდა, მუდამ შეწუხებული სახით. ხანდახან გრძელი, ლამაზი თითებით რომ გადაიწევდა თმებს ყურს უკან და კონწიალა საყურეს გამოაჩენდა. გიჟდებოდა საყურეებზე, ბეჭდებზე და ისიც ძველებურზე, ანდაც ძალიან უბრალოზე. აი ისეთზე, უბრალო პატარა ჯიხურშიც რომ იშოვებოდა. მე კი ვგიჟდებოდი მასზე და მის უბრალოებაზე. არაფერი განსაკუთრებული, ბევრი იყო მასზე ლამაზი, უფროსწორედ ბევრი მაკიაჟით იყო ლამაზი. ის კი თავისი უბრალოებით მახვევდა თავბრუს. ისე განსხვავებულად შეეძლო შემოეხედა, ისე უცნაურობით სავსე მზერას მომანათებდა, წამით მაშინებდა კიდეც. მის სურნელზე ვაბოდებდი, მის რბილ შეხებებზე და ბოხ ხმაზე. შავ უძირო თვალებზე, რომელზეც მწუხარების თუ სიხარულის ამოკითხვა შემეძლო. სამყაროს დავთმობდი, ოღონდაც ყველაფრის შემოტრიალება შემძლებოდა.

სტატისს გავრცელების დღიდან, ჩემი ცხოვრება იმაზე მეტად გაუარესდა, ვიდრე იყო. ჟურნალისტები თავს არ მანებებდნენ, ჩემს ნაცვლად კი ჯონგუკი პასუხობდა რომ ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ გვქონდა. ერთ დღეს სახლთანაც ჩავიარე, იქ უფრო საშინელი ამბავი იყო. ერთის მხრივ მიხაროდა, ჯი ჰიონი ღირსი იყო, მეტსაც იმსახურებდა. მეორეს მხრივ კი მეცოდებოდა, უფრო მეტად კი დედაჩემი. გამაჩინა, გამზარდა, ის სიყვარული მაგრძნობინა, რასაც მამისგან ვერ ვიღებდი. ის ითავსებდა მამის საქმესაც. მისგან ასეთი ქცევა, ჩემს ისედაც დამსხვრეულ გულს, მეტად შლიდა ნაწილებად.

𝑈𝑡𝑜𝑝𝑖𝑎Where stories live. Discover now