11.

540 96 78
                                    

Hoseok pov:

მას შემდეგ, რაც ყველამ გაიგო რომ ჯონგუკის წყალობით კემპინგზე მივდიოდით, მოსვენება დაკარგული მქონდა. რაღაც არ მასვენებდა. თეჰიონი. აღარ მქონდა იმის სურვილი რომ კვლავ მასზე მეფიქრა. ეს გაიძვერა სტაჟიორი ჩემს გონებაში შემოიჭრა და ოცდაოთხი საათი იქ ზის. არც კი აპირებდა იქიდან მოცილებას. ისე მივეჩვიე, ისე გახდა ჩემი გონების პატრონი, თავადაც ვერ შევნიშნე. ჯონგუკი მთელ დღეებს ჩემს კაბინეტში ატარებდა და განიხილავდა ყველა შესაძლო ვარიანტს თუ სად შეგვეძლო წასვლა. მოთმინება დაკარგულმა კი ვუყვირე და იქიდან გამივაგდე. წამითაც არ დავფიქრებულვარ თუ ეწყინებიდა, იმიტომ რომ საშინელი ადამიანია. ცანცარა, ცინიკური და კიდევ ათასი სიტყვით შემიძლია შევამკო ის.

იმ ღამესვე დავავლე ჩემი მანქანის გასაღებს ხელი და წავედი სახლისკენ.  ტელეფონზე ზარები არ წყდებოდა, რა თქმა უნდა, ჯონგუკი იყო. ზედმეტად ნერვების მომშლელი, არ მიპასუხია. მთლიანად გავთიშე და უკანა სავარძელზე ვისროლე. სახლში ისე შევვარდი ყურადღება არც დედასთვის მიმიქცევია და არც მამასთვის, რომელიც კაბინეტიდან გამოდიოდა. გიჟივით ჩავუქროლე და ჩემი ოთახიდან პირდაპირ სააბაზანოში შევვარდი. იმდენად მოქმედებდა ეს ყველაფერი ჩემზე, უბრალოდ გაქრობა მინდოდა.

- ჰოსოკ, დაბლა ჩამოდი. მამაშენი გეძახის,- შემომძახა დედამ. ღმერთო ისე მაღიზიანებს ეს ცივი ხმა. ჭკუიდან გადავყავარ ამ ორს. ხმა არ გამიცია, უბრალოდ წყლის ქვეშ დგომა გავაგრძელე. იმ წამსვე დამიდგა თვალწინ ამერიკაში გატარებული დრო. როგორ გვიანობამდე დავძრწოდი გარეთ ნასვამი და მეგობრებთან ერთად ბოლო ხმაზე ვხარხარებდი. ისე უეცრად მოხდა ყველაფერი, ისე უეცრად შეიცვალა ჩემი ცხოვრება, ნათელი ფერები უცებ გაქრა და ბნელმა ჩაანაცვლა. აღარ არსებობდა ჩემთვის გართობა, დალევა მეგობრები. არსებობდა მხოლოდ სახლი, კაბინეტი, საბუთები და ჩანი, რომელთანაც ამერიკიდან გადმოსვლის შემდეგ ბოლო ოთხი კვირა სისტემატურად დავიწყე სიარული. მასთან თავს კომფორტულად ვგრძნობდი, ის მაძლევდა იმას რაც მჭირდებოდა, მე კი ზუსტად ვიცოდი, რაც მას უნდოდა. ამიტომაც ორივენი კმაყოფილები ვიყავით და მომწონდა რომ ზედმეტსაც არ ითხოვდა და უსიტყვოდ ხვდებოდა იმას, რაც მჭირდებოდა. მაგრამ
ამ ბოლო დროს ისიც ურევდა. რაც კიდევ უფრო მაღიზიანებდა.

𝑈𝑡𝑜𝑝𝑖𝑎Where stories live. Discover now