22.

615 88 82
                                    

მოულოდნელობის ეფექტი იყო. ჯონგუკის დანახვას, საერთოდ არ ველოდი. გაოგნებული შევყურებდი ჩემს წინ მდგარ თავდახრილ ბიჭს. თვალებამღვრეულმა უკან დავიხიე და ვცადე კარების სწრაფად დაკეტვა, მაგრამ ვერ მოვახერხე.

- წითურო, გთხოვ. შენთან დალაპარაკების საშუალება მომეცი,- სევდიანი ხმით ამოილაპარაკა.

- არ მინდა, აქედან წადი,- ჩახლეჩილი ხმით ვუპასუხე და კარებს ისევ მივაწექი.

- გთხოვ, მინდა რომ საბოლოოდ ყველაფერი გავარკვიო. ასე ყოფნა არ შემიძლია,- ამოიოხრა და საბოლოოდ კარებს ხელი შეუშვა. უკან დაიხია და მეც მთელი ძალით მივაჯახინე. მეგონა რომ წავიდოდა.- გთხოვ, შენი გულისთვის, ჰოსოკითვის. მომეცი ცოტა დრო რომ დაგელაპარაკო.

მესმოდა ეზოდან მისი ხმა.

- იცოდე აქედან არ წავალ. სანამ არ დაგელაპარალები,- რამდენს ბედავს.

- აქედან მოშორდი,- ვყვირი განწირული ხმით.- არ მინდა შენი ნახვა და შენთან საუბარი.

ვცდილობ ხმა არ გამიტყდეს.

- ვფიცავ, ყველაზე წმინდას გეფიცები. ერთი კვირა რომ მომიწიოს აქ ყოფნა, მაინც არსად წავალ,- აცხადებს მკაცრად. რამდენიმე წუთი გაშეშებული ვდგავარ, შემდეგ კი გაცოფებული კარებს ვაღებ და შემოსვლის საშუალებას ვაძლევ.

- მხოლოდ ათი წუთი. შემდეგ კი წახვალ,- ისე ვცდილობდი მკაცრად მეთქვა ყველაფერი, მაგრამ უშედეგოდ. მან მხოლოდ თავი დამიქნია და მისაღებში გავიდა. ჯონგუკი რამდენიმე წუთი ჩაფიქრებული იყურებოდა. ვხვდებოდი, თავადაც არ იცოდა, რით უნდა დაეწყო.

- უბრალოდ, პირდაპირ მკითხე,- ეს როგორც კი ვთქვი, გაეღიმა. ღრმად ამოისუნთქა და დაბნეული მზერა მომანათა.

- ეს... ეს რატომ ჩაიდინე?- ვიცოდი რომ ამ კითხვას დამისვამდა, მაგრამ მე რა პასუხი უნდა გამეცა?

- ჩემი მიზეზები მქონდა,- ამოვილუღლუღე და მზერა ავარიდე. ის კარგი ადამიანია. ყოველთვის გვერდში მედგა, მამხიარულებდა და მეხმარებოდა, მე კი რას ვაკეთებ.

𝑈𝑡𝑜𝑝𝑖𝑎Where stories live. Discover now